Russian English
მერის მოადგილე: „პანდემიის მერე თბილისი ყველაზე გამწვანებული იქნება“
სამშაბათი, 28 აპრილი, 2020 - 16:25
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე პანდემიას გამწვანებით ებრძვის. როგორც  მან აღნიშნა,  არსებული შეზღუდვების პირობებში,  ხე-მცენარეების მასშტაბური რგვისა და სანიტარიული ჭრის პროცესი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.
 
„დაცარიელებულ, მაგრამ ლამაზ  თბილისში ამ გაზაფხულზე ძალიან ლამაზად გამოჩნდა გამწვანება. ის ეფექტი, რომელიც აღნიშნული გამწვანების სამუშაოებმა მოგვცა, იმ ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც „ეკოსერვისში“ მუშაობენ. სამუშაოები, ტყის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში,  5 ჰა ფართობზე, ე.წ. ჟინვალის ფერდობზე განხორციელდა. ასევე, სამგორის რაიონში, უკვე დაირგო თბილისის გარემოსთან ადაპტირებული 200-მდე მერქნული მცენარე - ნეკერჩხალი, ნუში, აკაკი. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში კვლავ გრძელდება სანიტარული ჭრები. ამ დროისთვის, უკვე მოჭრილია, დაახლოებით,  400-მდე ხე.  ამჟამად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიტარიული ჭრები ზოოპარკისა და ვერა-ვაკის ტერიტორიაზე“, - განაცხადა  მაია ბითაძემ.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.