Russian English
როგორ და ვინ ურიცხავს ხელფასს ბაგა-ბაღების აღმზრდელებს
ორშაბათი, 27 აპრილი, 2020 - 16:28
მერიის ყველა სამსახურებზე ეფექტური კულტურის სამსახური გამოდგა. პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, კულტურის ობიექტებში დასაქმებული ხანდაზმული და რისკჯგუფში შემავალი 100 თანამშრომლისთვის ერთი თვის მარაგის პროდუქტების გაცემა ხორციელდება.  
მერის მოადგილის, სოფო ხუნწარიას თქმით,  კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, კულტურის სამსახურმა სახელოვნებო და სპორტული ობიექტების პედაგოგების და მწვრთნელების, აუტისტური სპექტრის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრების თანამშრომლების საჰონორარო სუბსიდირება მოახდინა. კერძოდ, 867 754 ლარი გაიცა 1 768 თანამშრომელზე. ასევე, სუბსიდირება გაკეთდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა და მოზარდა სარეაბილიტაციო ცენტრების თანაშრომლებისთვის და მათზე 377 760 ლარი გაიცა. აღნიშნული დაფინანსება ორივე მიმართულებით, ბავშვზე ორიენტირებული იყო, ანუ პედაგოგი ატარებდა გაკვეთილს ან თერაპევტი ატარებდა სეანსს და ამის შემდეგ იღებდა ანაზღაურებას. ამ შემთხვევაში, ეს თანხა ავანსის სახით გაიცა და წლის ბოლომდე გაცდენილი გაკვეთილები თუ სეანსები იქნება შესრულებული. ასევე, 300 სოციალურად დაუცველი და მძიმე დიაგნოზის მქონე შშმ პირისთვის შეიქმნა სპეციალური პაკეტები. ამასთანავე, თბილისში არსებული სამი სოციალური საცხოვრისის ოჯახებისთვის ერთ თვეზე გათვლილი არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემა დაიწყო. სულ 134 ოჯახისთვის შეიქმნა სპეციალური პაკეტი.
 
მომსახურების შეჩერების მიუხედავად, გრძელდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზებისა და სპორტული სკოლების პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ COVID 19-ის გავრცელებით გამოწვეული საფრთხის პერიოდის დასრულების შემდეგ, პედაგოგ-მასწავლებლებმა ყველა გაცდენილი საათი უნდა აანაზღაურონ. გრძელდება სოციალურად დაუცველი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამის დაფინანსება. გაიცა მერიის ბალანსზე არსებული კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის - მწვრთნელებისა და პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება (მათ შორის, ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგებზე).
 
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისა და მრავალვილიანი ოჯახების დახმარებასთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაეცათ ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტები. ნობათები გადაეცათ ასევე, თბილისის მერიის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულებსა და რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს.
 
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, არ შეწყვეტილა უფასო სასადილოების მუშაობა, თუმცა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, დროებით შეიცვალა მომსახურების წესი. კერძოდ, აღნიშნული სერვისით მოსარგებლე მოქალაქეებს საკვები ადგილზე მირთმევის ნაცვლად, სახლში მიაქვთ. მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი. მსოფლიო პანდემიის გამო შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესის პირობებში, ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს ორ კვირაში ერთხელ, 10-12 სახეობის პროდუქტისგან დაფასოებული ნობათი ურიგდებათ. საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი 19 მარტს დაიწყო და უკვე მეორე ეტაპი დასრულდა. თითოეული ეტაპის ღირებულება 1 800 000 ლარია.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.