Russian English
ვინ არის „დობრი“ მალხაზი და რატომ ემადლიერებიან მას პეკინის ბუტიკები?!
პარასკევი, 12 ივნისი, 2020 - 16:31

როდესაც საუბარია საქართველოს ეკონომიკის აღორძინებაზე, ადგილობრივ ბიზნესში ინვესტირებასა და მცირე მეწარმეების ხელშეწყობაზე, უმეტეს შემთხვევაში - სიტყვები სიტყვებად რჩება. აღნიშნული რეალობა კიდევ ერთხელ დაგვანახა კოვიდ-ეპიდემიასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ საქართველოში, როდესაც მთავრობა  ფართების მფლობელებს ეხვეწეობოდა, მეიჯარების მდგომარეობაში შედით და  ქირა შეუმცირეთო  დიდი გამოხმაურება ამ წინადადებას არ ჰქონია და ამიტომაც გავხდით მოწმეები ბევრი მაღაზიისა და კაფე-ბარების დახურვის. თუმცა, აქვე უნდა არ დაგვავიწყდეს ის ადამიანები, რომლებმაც თვითონ მოიკლეს და მეწარმეებს მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი.

მადლიერებას არ დაუხანებია. პეკინის გამზირზე  მდებარე რამდენიმე ბუტიკის მფლობელმა თავიანთი ფართის მეპატრონეს მეტსახელად „დობრი“ შეარქვეს. ასე მაგალითად, ბუტიკი „ლოლას“  მფლობელი ლოლა ქორჩიალვა არ მალავს იმ ფაქტს, რომ მისი ფართის მეპატრონე - ბ-ნი მალხაზიმ თავისი ინიციატივით  გაუნახევრა ქირა, ბევრად ადრე სანამ ამ ინიციატივას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი წაოაყენებდა.

„ეს იყო არა მარტო დიდი შეღავათი ჩემთვის, არამედ სტიმული, რომ მაღაზია არ დამეკეტა და მომავალზე მეფიქრა. დღეს „ლოლაში“ ახალი კოლექციის პრეზენტაცია მაქვს და ამაში დიდი წვლილი ბ-ნ მალხაზს აქვს. ვფიქრობ, რომ ყველა მასავით სახელმწიფოებრივად რომ აზროვნებდეს და ელემენტარული სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდეს, ჩვენი ქვეყანა ბევრად წინ იქნებოდა.“ - აცხადებს ლოლა ქორჩილავა.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.