Russian English
სულ ცოტა არის დარჩენილი 11 წლის საბას გადასარჩენად
პარასკევი, 16 აპრილი, 2021 - 20:56
11 წლის საბა ბალაბანოვი ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობით გასულ წელს თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ბავშვი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა და დღეს, უკვე პირველ ნაბიჯებს დგამს. დედამ, ბებია-ბაბუამ ყველაფერი გაყიდეს ბავშვის გადასარჩენად. უფლის წყალობით თავში მეორედ ჩადგმული შუნტი ნორმალურად მუშაობს. 2 დიალეზის, 14 პლაზმოფერეზის კურსის, 2 ინტუბაციისა და ტრაქეოსტომიის ოპერაციის შემდეგ, საბა გადაიყვანეს ამბულატორულ მკურნალობაზე. ამბულატორული მკურნალობა და რეაბილიტაცია გრძელდება. მაგრამ საბას ესაჭიროება მოდმივი კონტროლი, კვლევები და ანალიზები, სისხლში მომატებული ფერიტინის დასაკლებად, ასევე ეპილეფტიკური კრუნჩხვების შემაკავებელი ძვირადღირებული პრეპარატები... წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვის მდგომარეობა საწყის მდგომარეობაში დაბრუნდება. 
დღეს - ოჯახი დახმარებას ითხოვს. სულ ცოტაღაა დარჩენილი. „თუ არის შესაძლებლობა გაგვიწიოთ ფინანსური დახმარება? ჩვენ კიდევ უნდა ვიმკურნალოთ სტამბოლში..."
ყველას მოგმართავთ თხოვნით, საბასთვის გაგვიწიოთ დახმარება, გმადლობთ თანადგომისთვის, გმადლობთ ნდობისთვის, თქვენი წყალობით კიდევ ერთი პატარას სიცოცხლეს გადავარჩენთ! 
 
საქართველოს ბანკი: ანჯელიკა ზახაროვა
მულტისავალუტო ანგარიშის ნომერი: 
GE21BG0000000103123945 GEL/USD/EUR/GPB
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.