Russian English
ქართული თაფლის განვითარებაში ჩეხეთმა 400 000 ევრო ჩადო
ხუთშაბათი, 22 აპრილი, 2021 - 15:24
თბილისში მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიის და ასოციაცია „აგორას“ თანამშრომლობის შედეგად აშენდა. პროექტში 400 000 ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. 
„შეიქმნა მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი, რომლის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა. იფუნქციონირებს მეფუტკრეობის ლაბორატორია, რომელიც დარგისთვის სასარგებლო და საჭირო კვლევებს განახორციელებს“, - განაცხადა მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ
ღონისძიებაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანს  პარტნიორობის პირობების ჩამოყალიბება და  მეფუტკრეობის ცენტრის მუდმივი მხარდაჭერა წარმოადგენს. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.