Russian English
ვაქცინირებიდან 4 თვის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა მკვეთრად ეცემა
პარასკევი, 17 სექტემბერი, 2021 - 08:15

ინდოეთში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინირებიდან  4 შემდეგ, ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა მნიშვნელოვნად ეცემა. კვლევაში მედიცინის 600 მეტმა წაარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ჩაუტარდათ.

ხსენებული ანგარიში ინდოეთის მთავრობას დაეხმარება მიიღოს გადაწყვეტილება რევაქცინირების, ანუ ე.წ. ბუსტერული დოზების შესახებ. ბუსტერდოზების პრაქტიკას უკვე მიმართა დასავლეთის რიგ ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა.

თუმცა, რევაქცინირების შესახებ მეცნიერთა მოსაზრება გაიყო. ისინი მიიჩნევენ, რომ ანტისხეულების შემცირება სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი კარგავს უნარს შეებრძოლოს დაავადებას. საქმე იმაშია, რომ ჩვენი იმუნიტეტი ორ ფაქტორს ეყრდნობა: დამცავი ანტისხეულები და იმუნური სისტემის  Т -უჯრედები ანუ მეხსიერების უჯრედები. თუ ანტისხეულების რაოდენობა შემცირდა, მეხსიერების უჯრედებს შეუძლიათ უზრუნველყონ მანამდე არსებული დაცვა.

კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ ვაქცინირებიდან 6 თვის შემდეგ ისინი უფრო ზუსტად შეძლებენ პასუხი გასცენ, დასჭირდებათ თუ არა აცრილებს რევაქცინირება. ბრიტანელმა მეცნიერებმა ერთი თვის წინ  უკვე დაამტკიცეს, რომ დასავლური ვაქცინებით ინექცირების შემდეგ ანტისხეულების რაოდენობა შემცირებას იწყებს 6 თვის განმავლობაში. ინდურ კვლევაში გამოიყენებოდა AstraZeneca-ს ადგილობრივი წარმოების ანალოგი Covishield დასახელებით და კორონავირუსის საპროფილაქტიკო ინდური პრეპარატი Covaxin.

ორივე კვლევის შესახებ დეტალურად იუწყება საერთაშორისო სააგენტო Reuters.

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.