Russian English
რითი დასრულდება მსოფლიო ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის და დავა Netflix-თან
პარასკევი, 17 სექტემბერი, 2021 - 10:20

მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სასამართლოში უჩივლა. ქართველების სიამაყე მეხუთე მსოფლიო ჩემპიონია ქალებს შორის. იგი ედავება კინოკომპანიას სერიალ „დედოფლის სვლაში“ გადაღებული ეპიზოდის გამო.

როგორ Hollywood Reporter იტყობინება, სარჩელის თანხა შეადგენს 5 მილიონ დოლარს. ნონა გაფრინდაშვილი კატეგორიულად არ  ეთანხმება სერიალის ეპიზოდში მოყვანილ ფრაზას, რომ ვითომდა იგი არასოდეს არ ჯდებოდა მამაკაცებთან სათამაშოდ. ცნობილი მოჭადრაკის თქმით, 1968  წელს (რომელ პერიოდზეც არის საუბარი მოცემულ ეპიზოდში), მან მოასწრო სულ მცირე 59 პარტიის ჩატარება მამაკაცებთან, მათ შორის ათეულობით გროსმეისტერთან.

ასევე, სპორტსმენს არ მოეწონა ის ფაქტი, რომ იგი სერიალში მოხსენიებულია რუსად. ეს მით უფრო მიუღებელია,  რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 40% აქვს ოკუპირებული, წერია ნონა გაფრინდაშვილის სარჩელში.

სერიალის სიუჯეტი ეფუძნება ამერიკელი მწერლის უოლტერ თევისის იგივე სახელწოდების წიგნს, რომელიც მოგვითხრობს გამოგონილ მოჭადრაკე ქალ-ვუნდერკინდზე - ბეტ ჰარმონზე.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.