Russian English
მიხეილ სააკაშვილი: „ჩემი სიყვარული უკრაინელი დეპუტატის მიმართ რამდენიმე თვეა გრძელდება“
პარასკევი, 01 ოქტომბერი, 2021 - 10:50
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ მისი დამოკიდებულება უკრაინელი მაღალჩინოსნის მიმართ უბრალო გატაცება კი არა, სრულყოფილი პარტნიორობაა. სააკაშვილის ცოლმა, სანდრა რულოვსმა უკვე აღნიშნა, რომ მისი ქმრის ახალი სატრფოს შესახებ ინფორმაციამ ძალიან გააკვირვა.
მანამდე, სააკაშვილის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ იქნა პოსტი, სადაც ექს-პრეზიდენტმა განმარტა, რომ რომანი ელიზავეტა იასკოსთან ახალი არ არის, ხოლო ურთიერთობა სანდრა რულოვსთან დასრულებულია.
„ჩემს ცხოვრებაში დღეს-დღეობით ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები და დაპირისპირებებია საინტერესო, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრება. თუმცა, ვინაიდან ამის შესახებაც მეკითხებიან, განვმარტავ, რომ ყველა ჩემი ადრინდელი ურთიერთობები დასრულებულია. რამდენიმე თვეა, რაც მე და ლიზა ერთად ვცხოვრობთ, როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორები. ეს სიყვარულის დიდი ისტორიაა და თავს ბედნიერად ვგრძნობ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე დასძინა, რომ თხოვნით მიმართავს ყველას, რომ პატივი სცენ როგორც მის, ისე სანდრას პირად ცხოვრებას, რომელთანაც აკავშირებს დიდი პატივისცემა და მადლიერების გრძნობა ერთად გატარებული წლების გამო. „დღეს მე ჩემს ბრძოლაზე ვარ ორიენტირებული, ვაგრძელებ შიმშილობას  და დანებებას არ ვაპირებ“.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.