Russian English
ქართველი მაშველების მუშაობა და თავგანწირვა ბათუმის ტრაგედიის ადგილიდან
პარასკევი, 08 ოქტომბერი, 2021 - 11:09
სწრაფი მოქმედების ბრიგადები  მთელი დღე და ღამე მუშაობდნენ ჩამოქცული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებისგან გაწმენდაზე. უცნობია ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა. მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების მანქანები სრულ მობილიზებაში არიან. პოლიციას კი კორდონი აქვს შემორტყმული შემთხვევის ადგილას. ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ იყენებენ  მაშველები მძიმე ტექნიკას, რათა ჩამოქცეული შენობა ნანგრევებისგან გაანთავისუფლონ.
მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანგრევებში შესაძლოა ბავშვებიც იყვნენ მოყოლილები. ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა შეიძლება გამხდარიყო, ნგრევის მიზეზი.
მანამდე, ერთი კვირით ადრე, საცხოვრებელი სახლი თბილისშიც ჩამოიქცა. ოთხი ოჯახი გადაურჩა დაზიანებებს, თუმცა დაკარგეს საცხოვრებელი. აგვისტოს თვეში, კი 90 ოჯახი იქნა ევაკუირებული საკუთარი სახლებიდან, ვაშლიჯვრის გზაზე კლდეზე გაჩენილი ბზარის გამო.  
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.