Russian English
მიუნჰენის „ბავარიის“ ვარსკვლავი ლუკას ერნანდესი 6 თვით ციხეში ჩაჯდება
ორშაბათი, 18 ოქტომბერი, 2021 - 12:11
„ბავარიის“ 25 წლის მცველს ლუკას ერნანდესს მადრიდის სასამართლომ 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა მანამდე გამოტანილი ამკრძალავი სასამართლო აღსრულების დარღვევისთვის. საქმე ეხება ოჯახურ ინციდენტს, რომელიც მოხდა მასსა და მის იმ დროინდელ მეგობარ გოგოს შორის.
საფრანგეთის სიამაყემ ერნანდესმა, რომელიც 2018 წლის რუსეთის ჩემპიონატზე გამარჯვებული Les Bleus-ს გუნდში იყო, მიიღო ესპანეთის სასამართლოდან წერილი სასწრაფოდ გამოცხადების შესახებ. საქმე ეხენა 4 წლის წინ,  მასსა და მეგობარ გოგო - ამელია ოსო ლორენტეს შორის მომხდარ ჩხუბზე, როდესაც მას პირობითი პატიმრობა შეეფარდა.
ლორენტეს მიყენებული ტრამვების გამო საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა. მიუხედავად  იმისა, რომ არც მას და არც ერნანდეს საჩივარი არ დაუწერიათ, სასამართლომ ორივეს დაადო ამკრძალავი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც წყვილი არ უნდა მიკარებოდა ერთმანეთს ნახევარი წლის განმავლობაში. ასეთი იყო ესპანეთის პროკურორის გადაწყვეტილება.
ამის შემდეგ, წყვილი დაქორწინდა და 4 წლის შემდეგ, როდესაც დაბრუნდნენ ესპანეთში, სასამართლომ ამკრძალავი განჩინების არ შესრულების გამო ორივე სასამართლოში გამოიძახა. 
ლიორენტეს მიეფარდა 31 დღიანი პატიმრობა საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულების კუთხით, ვინაიდან ჩხუბის დროს მან ერნანდესის ქონება დააზიანა. ხოლო, ერნანდესს 6 თვის პატიმრობა ციხეში მოხდით. მართალია, ეპანური მართლმსაჯულების მიხედვით, პირები, რომელთაც სასჯელის სახით მიეფარდათ 2 წელზე ნაკლები დრო, იშვიათად ხვდებიან ციხეში. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ერნანდესთვის ეს იყო მეორე სამართალდარღვევა და მას მოსთხოვეს, რო 6 თვე  მოიხადოს ციხეში. მისი აპელაცია არ დაკმაყოფილდა.
სასამრთლოში გამოსვლის შემდეგ, ერნანდესს მისცეს 10 დღე, ციხის ასარჩევად და დათქმულ დროს გამოსაცხადებლად.
ამ ეტაპისთვის ლუკას ერნანდეს აქვს ჩატარებული 29 საფეხბურთო თამაში საფრანგეთის ნაკრებში და შედიოდა იმ გუნდის შემადგენლობაში, რომელმაც უეფას ერთაშორისი ლიგის ფინალი მოიგო. ფეხბურთელი მიუნჰენის ბავარიაში 2019 წლის ზაფხულში გადავიდა 80 მილიონ ევროდ - ეს ის თანხა გახლავთ, რომელის მას ხდის ფეხბურთის ისტორიაში მესამე ყველაზე ძვირადღირებულ მცველად. მისი თამაში გერმანიაში იყო წარმატებული, მოიგო ბუნდესლიგის ორი ტიტული, ასევე 2019-20 წწ-ის ჩემპიონთა ლიგა.
ასე და ამრიგად, თუ ლუკას ერნანდეს მოუწევს პატიმრობის სრულად მოხდა, ის ვერ იასპარაზებს საერთაშორისო ტურნირებში მინიმუმ 2022 წლის აპრილამდე.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.