Russian English
რაზე შეიძლება მიუთითებდეს კვერცხის გულის სხვადასხვა ფერი
შაბათი, 16 ოქტომბერი, 2021 - 12:27
კვერცხი სასარგებლო პროდუქტია, რომელიც იძლევა ცილას და ენერგიას. როგორც აღმოჩნდა, კვერცხის გულის ფერი შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას მისი წარმომავლობის შესახებ.    
არსებობს მოსაზრება, რომ კვერცხის გულის ფერი  გემრიელი პროდუქტის ანდა ჯანმრთელი წიწილას ინდიკატორი. მაგალითად, თითქოსდა, რაც უფრო ოქროსფერია გული, მით უკეთესი.რატომღაც, კვერცხის ფორმას და სიმკვრივესაც აქვს მნიშვნელობა. და პირიქით, თუ კვერცხის გული ღია ფერისაა, მაშინ მისი დამდები ქათამი იდეალურ ფორმაში არ არის ანდა არ იკვებებოდა ხარისხიანი კორმით.   
და აი, აღმოჩნდა, რომ ყოველივე ზემოთ თქმული, სრულიად არ შეეფერება სიმართლეს. მართალია, კვერცხის გული განსხვავებული ფერის არსებობს, მაგრამ ისინი არ მიუნიშნებენ არც კვებით ღირებულებაზე და არც ხარისხზე. ის შეიძლება მიუთითებდეს ერთადერთ რამეზე - თუ რა ჭამა ქათამმა კვერცხის დადებამდე.  კვერცხის გულის ფერი არის ქათმის კვების რაციონის შედეგი. მაგალითად, თუ ფრინველის რაციონში ბევრი კაროტიანი, იგივე სტაფილო, მაშინ კვერცხის ფული იქნება უფრო მუქი. იგივე იაპონია ცნობილია თავისი მისწრაფებით მანდარინისფერის კვერცხის გულების მიმართ. სიმინდზე გაზრდილი ქათმის კვერცხის გული  ღია ყვითელია, ხოლო ბრინჯზე გაზრდილის - ძალიან ღია ფერის. შეიძლება ასეთ კვერცხებს შორის გემოებშიც იყოს განსხვავება, მაგრამ ცილა და სხვა შემცველბით ყველა ერთმანეთის მსგავსია.
თუმცა, ფატი ფაქტად რჩება, რომ ხარისხიან და სასარგებლო კვერცხს დებს თავისუფლად მოსიარულე ქათამი.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.