Russian English
საახალწლოდ თბილისს ბიზნესმენები მორთავენ - თავად როგორც სურთ, ისე!
პარასკევი, 19 ნოემბერი, 2021 - 13:16
თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად, სამი ტენდერი გამოცხადდა. მათ შორის, ორი საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი - საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვას ემსახურება. სამივე ტენდერის ღირებულებაა 207 000 ლარია.
მერის თქმით, არც ერთი მათგანი, მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით არ გამოცხადებულა. 
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არცერთი ტენდერი არ გამოცხადებულა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით, რაც ე.წ. კრიტიკულმა მედიამ გაავრცელა“ -  განაცხადა მერმა. მისთვის, სამწუხაროდ არავის განუმარტავს, რომ მედია ზოგადად კრიტიკული უნდა იყოს და არა მაამებლური. ასე რომ, როდესაც მას კრიტიკულს ეძახი, ჩათვალე, რომ კომპლიმენტს ეუბნები.
მერისვე განცხადებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეეძლებათ, დედაქალაქში სხვადასხვა ადგილი საახალწლოდ მორთონ.
„მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს. მათგან ბევრი წერილი შემოვიდა, რაც კონკრეტული ადგილების გალამაზებას ეხება. ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ. მოგიწოდებთ, იაქტიუროთ და ერთად მოვრთოთ ჩვენი ქალაქი. მადლობა წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრობლობისთვის. აღნიშნულ ტენდენციას ამ ახალ წელსაც განვაგრძობთ. ადგილობრივ მცხოვრებლებსაც და ჩამოსულ სტუმრებსაც შევუქმნით საახალწლო განწყობას. მოგვიანებით გაგაცნობთ დამატებით ინფორმაციას, თუ სად მოეწყობა საახალწლო სოფელი“.
აქ ერთი დეტალი დარჩა გასარკვევი - ბიზნესოპერატორების მიერ  საახალწლოდ მორთული დედაქალაქის კონკრეტული ადგილები. უბრალოდ „საახალწლო“ იქნება თუ მათი საქმიანობის სარეკლამო ბანერებით გაწყობილი?! 
ვნახოთ! ვნახოთ!
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.