Russian English
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია „აფრიკის“ დასახლებაში 4 სახლის დემონ
ორშაბათი, 14 თებერვალი, 2022 - 11:17
 
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხი შენობა და მსუბუქი კონსტრუქცია უნებართვოდ იყო განთავსებული. 
კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევათა ინდენტიფიცირების მიზნით, მოკვლევა ჩაატარა და ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ოთხ მისამართზე მშენებლობის მწარმოებლები  გააფრთხილა, რათა მათ უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ პროცესს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს. 
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ამ ეტაპზე, ქალაქის სხვადასხვა რაიონში სამშენებლო სამართალდართვევის 12 ფაქტი გამოავლინა და მშენებლობის შემსრულებლები გააფრთხილა. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.