Russian English
Pfizer-ს ვაქცინის ვარგისიანობის ვადა 6 თვიდან 9 თვეზე გადაკეთდა
ხუთშაბათი, 17 თებერვალი, 2022 - 12:53
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, დეკემბრის დასაწყისში გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Pfizer-ის ვაქცინას, რომლის ვარგისიანობის ვადად  6 თვე იყო განსაზღვრული,  სამ თვეში ეწურებოდა ვადა. უკვე თებერვლის თვეში, ანუ ვადის ამოწურვის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ახალ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც  ექვსთვიანი ვადა ცხრა თვედ გადაიქცა. 
 „როდესაცPfizer-ის ვაქცინები პირველად შემოიტანეს, საწყისი შეფასების საფუძველზე გაკეთებულ იქნა დასკვნა, მისი სამ თვიანი ვარგისიანობის შესახებ. შემდეგ დადასტურდა, რომ  ვარგისიანობის ვადა არის არა 6 თვე, არამედ 9 თვე. შესაბამისად, ყველა ქვეყანამ შეცვალა ვადის აღნიშნული პერიოდი და ამჟამად ქსელში, ჩვენთან მათ შორის გამოიყენება ვაქცინა  გახანგრძლივებული ვადით“ - განმარტა ვითარება ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.