Russian English
სპორტის მუზეუმში 78 ათას ლარიან ხელფასს 6 თანამშრომელი ინაწილებს
პარასკევი, 18 თებერვალი, 2022 - 12:31
კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან, მათ შორის ხელოვნების და ეროვნული მუზეუმიდან განთავისუფლებული თანამშრომლების ადვოკატი სულხან სალაძე წულუკიანს ინსტიტუციის დაშლაში სდებს ბრალს.
მისი განცხადებით, თეა წულუკიანი მიზანმიმართულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის, როგორც წარმატებული ინსტიტუციის დაშლას. ამ საქმეში, მისი მთავარი მოკავშირე, ეროვნული მუზეუმის ახალი დირექტორატია, რომლის უმრავლესობაც თავად დანიშნა და დღეს ისინი მინისტრის „თვალები“ და „ყურები" არიან .
ასე მაგალითად, კულტურის  მინისტრის გადაწყვეტილებით, სპორტის მუზეუმის დირექტორი, ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრია. შესაბამისად, ბოლოდროინდელი ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იგი აქტიურად არის ჩართული. რამდენად ლოგიკურია სპორტის მუზეუმის დირექტორის ეროვნული მუზეუმის დირექტორატში შეყვანა, ეს ცალკე საკითხია.
სპორტის მუზეუმში  სულ 6 თანამშრომელია, რომელთაგან ერთი დირექტორია, ერთი მმართველი, სამი სპეციალისტი და ერთი მეცნიერ თანაშმრომელი. მუზეუმის წლიური ბიუჯეტი 78 000 ლარია და ეს 78 000 ლარი მხოლოდ შრომის ანაზღაურებას წარმოადგენს. გამოდის, რომ სხვა არანაირი ხარჯი მუზეუმს არ აქვს?! მათ შორის, არც სამივლინებო, არც ოფისის და არც წარმომადგენლობითი. აღნიშნული ბიუჯეტის მიხედვით, დღეისათვის სპორტის მუზეუმი მხოლოდ ფორმალურად არის მუზეუმი.
„სამაგიეროდ, მუზეუმის დირექტორი, ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრია და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია ჩართული“ - აცხადებს სულხან სალაძე.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.