Russian English
არჩილ კაიკაციშვილისთვის საადვოკატო საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა
ორშაბათი, 11 ივლისი, 2022 - 16:13
ტრეფიკინგის სააგენტოს საჩივარი, რომლითაც მან ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილისთვის საადვოკატო საქმიანობის შეჩერებას ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ არ დააკმაყოფილა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორი მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობის პირისა და სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოთხოვნა, არჩილ კაიკაციშვილის მიმართ საადვოკატო საქმიანობის შეჩერებისა და არასრულწლოვნებთან მუშაობის უფლების აკრძალვის შესახებ. 
საქმე კი შემდეგშია - არჩილ კაიკაციშვილს წარმოებაში ჰქონდა მამასა და ბებიას შორის ერთმანეთის მიმართ წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნები, სადაც ადვოკატი ახორციელებდა ბებიის ინტერესების დაცვას. 2022 წლის 24 იანვარს, საზოგადოებამ მოისმინა ბავშვების ბებიის ოჯახისა და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც ორი სოციალური მუშაკი - სააგენტოს საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო - სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკი მარიამ ცხვედიანი და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკი ნინო იობაშვილი, ბავშვების მამის სიძისა და იმავდროულად, მოქმედი პროკურორის მფარველობაში იქნა მხილებული. სწორედ ამ დღეს, საჯარო განცხადებიდან რამდენიმე საათში, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ მიიღო სამართალდამრღვევის ოქმი, რომლითაც ბებია დაისაჯა და დაჯარიმდა 500 ლარით. 
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კუპრეიშვილმა, რომლის დაქვემდებარებაშიც იყვნენ  სოციალური მუშაკები: მარიამ ცხვედიანი და ნინო იობაშვილი, მოუწყო პროვოკაცია - შექმნა დაპირისპირების მცდელობის ფორმატი და ხმაური, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საპასუხო მოქმედებების მიღება და ადვოკატის წარმოჩენა თავდამსხმელ მდგომარეობაში. ინსცენირებას ესწრებოდა ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსი, ნინო ბუჩუკურიც, განვითარებულ მოვლენებს კი არჩილ კაიკაციშვილმა ადგილზევე უწოდა პროვოკაცია და მასალების მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ დატოვა გიორგი კუპრეიშვილისა და ნინო ბუჩუკურის სამუშაო ოთახი და ფლიგელი, გადაინაცვლა სააგენტოს დირექტორ მერი მაღლაფერიძის კაბინეტთან და სურდა პირადად მოეხდინა დირექტორის ინფორმირება მის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციული მოხელეების ქმედებებზე, თუმცა მიიღო ინფორმაცია, რომ დირექტორი ადგილზე არ იმყოფებოდა, რაც აღმოჩნდა ტყუილი და საწინააღმდეგო დადასტურდა სამუშაო ოთახის კარის შეღებით, სადაც მერი მაღლაფერიძე იმყოფებოდა სამუშაო გარემოში და მას მიემართა, რომ გაეკონტროლებინა სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ქცევა და ქმედებები. 
ამის შემდეგ, გიორგი კუპრეიშვილმა და ნინო ბუჩუკურმა საჩივრებით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას და მოითხოვეს არჩილ კაიკაციშვილისთვის საადვოკატო საქმიანობის შეჩერება და არასრულწლოვნებთან მუშაობის უფლების აკრძალვა. ორივემ არჩილ კაიკაციშვილს დასწამა აგრესიული ქცევის და ჩხუბის ინიცირება, მაგიდის ამოყირავების მცდელობა, საქმიანი დოკუმენტაციის მიმოფანტვა, საკანცელარიო ზედაპირის ჩანგრევა და ა.შ. 
 
ეთიკის კომისიის განხილვის კოლეგია გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ არჩილ კაიკაციშვილის მიერ არ ყოფილა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.