Russian English
„ვიშის“ დაბერების საწინააღმდეგო ამპულებიდან მომდინარე საფრთხე
ოთხშაბათი, 16 ნოემბერი, 2022 - 09:45

გერმანიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ გამოავლინა, რომ „ვიშის“ ბრენდის დაბერების საწინააღმდეგო ამპულები გახსნისას შესაძლოა გასკდეს და მომხმარებლის დაზიანება გამოიწვიოს.
პროდუქტის სახელწოდება ეტიკეტის მიხედვით: Liftactiv Specialist Peptide-C Anti-Aging-Ampullen.
საფრთხის შემცველი პარტიების ნომრები:
MB167200
MB180500
MB223800
შტრიხკოდები:
301578800
30162990
3337875670630
3433425339887

გავრელებული ინფორმაციიდან უცნობია ზემოაღნიშნული პარტიები საქართველოშიც თუა შემოსული. თუმცა, თუკი ეს პროდუქტი შეძენილი გაქვთ, ან აპირებთ მის შეძენას, ყურადღება მიაქციეთ მისი პარტიის ნომერს, რომელიც ეტიკეტზე უნდა იყოს დატანილი.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოში „ვიშის“ პროდუქციის შემომტანები და გამყიდველები არ დაუშვებენ საფრთხის შემცველი ნიმუშების გავრცელებას, ხოლო უკვე გაყიდულ პროდუქციას დაიბრუნებენ.

წყარო: https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport/alertDetail/10006257

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.