Russian English
1 ნოემბრიდან მომხმარებლის უფლების დარღვევას სეს-ი შეისწავლის
პარასკევი, 28 ოქტომბერი, 2022 - 10:12

2022 წლის 1 ნოემბრიდან კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის აღსრულების ზედამხედველობა დაიწყო.
დარღვევების გამოვლენისას, სააგენტო მითითებებს მისცემს მეწარმეებს, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება. დაუმორჩილებლობისას, სააგენტოს შეეძლება დააჯარიმოს მეწარმე, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს.
მომხმარებლის უფლებების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ (როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ) პირს  შეუძლია მიმართოს სააგენტოს, მარტივი განცხადებით. უფლებების დასაცავად სასამართლოში სარჩელის შეტანა აუცილებელი აღარაა. არ არის აუცილებელი სააგენტოს უშუალოდ დაზარალებულმა მიმართოს.

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.