Russian English
1400 კილოგრამი ვადაგასული ხორცი - „ჩვენი ყასაბი“ დახურეს
პარასკევი, 25 ნოემბერი, 2022 - 20:24

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს ქოჩ ჰოლდინგს სავაჭრო დასახელებით „ჩვენი ყასაბი“  საწარმოო პროცესი შეუჩერა.
მიზეზი კრიტიკული შეუსაბამობებაა. ობიექტის შემოწმებისას გამოვლინდა 1400 კილოგრამი ვადაგასული ხორცი, ხორცპროდუქტები (ფარში, სუბპროდუქტები) და ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე (სასაკლაოს გვერდის ავლით).

აღნიშნული სურსათი სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა. ობიექტზე ასევე დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. ბიზნესოპერატორი 5 000 ლარით დაჯარიმდა. ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას გამოვლენილი  კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ შეძლებს.

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.