Russian English
2023 წლიდან მეფუტკრე ფერმერების რეგისტრაცია იწყება
პარასკევი, 25 ნოემბერი, 2022 - 11:05

 სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით,  უსასყიდლოდ უზრუნველყოფს საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას.
საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციისთვის ფერმერებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ და მუნიციპალურ ოფისებს უნდა მიმართონ.

იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხელს უწყობს ცხოველური წარმოშობის პროდუქტის  მიკვლევადობის  სისტემის დანერგვას, რაც სურსათის უვნებლობის ჯაჭვში უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს. ასევე, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ და ისარგებლონ სხვადასხვა  სახელმწიფო პროგრამით, აწარმოონ კონკურენტუნარიანი პროდუქცია და შეუფერხებლად მოახდინონ მისი რეალიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.