Russian English
მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოს ისტორია“ წელს პირველად დავაბრუნეთ სკოლებში“
პარასკევი, 18 ნოემბერი, 2022 - 22:05

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დეპუტატის მიერ სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით შემდეგი განმარტება გააკეთა.
 „სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გაუქმდა და ჩვენ წელს, სექტემბერში აღვადგინეთ სამართლიანობა და საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი, დავაბრუნეთ სასკოლო პროგრამაში თავისი სახელმძღვანელოთი. ეს მინდოდა ხაზგასმით აღმენიშნა და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, ამ სასწავლო წელს დაბრუნდა საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი სკოლებში. ასე რომ, ჩვენი მოსწავლეები დღეს საქართველოს ისტორიას დამოუკიდებელ საგნად შესაბამისი, ღირსეული სახელმძღვანელოთი შეისწავლიან, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს ჩვენმა საუკეთესო ისტორიკოსებმა და სპეციალისტებმა‘‘ -  განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.