Russian English
ნობელის კომიტეტმა წლევანდელი პრემია ბანკირებს გადასცა.. ტელეფონით
სამშაბათი, 10 იანვარი, 2023 - 19:37

2022 წლის ლაურეტები ეკონომიკური მეცნიერების დარგში გახდნენ ბენ ბერნანკე, დუგლას დაიმონდი და ფილიპ დუბვიგი, რომლებმაც ფინანსური კრიზისის დროს ბანკების მნიშვნელობა წინ წამოსწიეს“ - ნათქვამია ნობელის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წლების განმავლობაში ბერნანკე ცენტრალურ სარეზერვო ბანკს ხელმძღვანელობდა და ბანკის აქტივები ერთიდან 4 ტრილიონ დოლარამდე გაზარდა. ბევრი ჟურნალისტი და აქტივისტი არ უკარგავს ბანკირს დამსახურებას, თუმცა მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებას არატიპიურად მიიჩნევს.
ნობელის კომიტეტის დადგენილების მიხედვით, დაიმონდი, ლუბვიგი და ბერნანკე გაინაწილებენ 100 მილიონ შვედურ კრონს (885 000 დოლარი). ლაურეატების გამოცხადების დროს ორგანიზატორებმა მხოლოდ დაიმონდთან დაკავშირება მოახერხეს, რომელმაც ტელეფონზე განაცხადა, რომ დღევანდელი სამყარო უფრო უკეთესად არის მომზადებული შესაძლო ფინანსურ კრიზისებთან, ვიდრე 2008 წელს.


 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.