Russian English
 პაპის ბენედიქტე XVI-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
ოთხშაბათი, 28 12, 2022 - 19:53

95 წლის პაპ ბენედიქტე XVI-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
„მე შემიძლია დავადასტურო, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მოხდა პაპის მდგომარეობის გაუარესება ასაკთან დაკავშირებით“ - ნათქვამია ვატიკანის პრესასთან უერთიერთობის სამსახურის უფროსის მატეო ბრუნის 28 დეკემბრის განცხადებაში.
ბრუნის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ქვეშ არის და პაპ ბენედიქტე XVI ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იგი ასევე მოინახულა რომის პაპმა ფრანცისკმა.
ბენედიქტე XVI (ერისკაცობაში - იოსებ ალოიზ რატცინგერი), დღეს-დღეობით საპატიო პაპის ტიტულს ატარებს, რომელიც 2005 წელს ავიდა პაპის ტახტზე და 2013 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ტიტული გადააბარა პაპ ფრანცისკს. ის პირველი პონტიფიკატია 600 წლის განმავლობაში, რომელმაც უარი თქვა პაპის ტიტულზე.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.