Russian English
უკრაინის ბედს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები გადაწყვეტს
ოთხშაბათი, 11 იანვარი, 2023 - 10:51

ის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ბედი ვაშინგტონში წყდება, ამის შესახებ კიდევ ერთხელ დაადასტურა The Washington Post-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ. როგორც გამოცემა იუწყება, სიტუაცია უკრაინაში შესაძლოა დამოკიდებული იყოს 2024 წლის ამერიკის არჩევნებზე.
კერძოდ, რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში, კიევისთვის იარაღის მიწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რაც საბოლოო ჯამში, უკრაინის მომავალს საბოლოოდ განსაზღვრავს.
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, უკრაინისთვის ევროპის მხარდაჭერას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა. თუმცა, ევროპის სამხედრო დახმარება ბევრად ჩამორჩება იმ უზარმაზარ რაოდენობას შეიარაღებისა, რასაც ვაშინგტონი აწვდის კიევს. როგორც აშშ-ს ექს-სახელმწიფო მდივანმა და თავდაცვის ექს-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო შემადგენელი და ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია დასავლეთის ქვეყნებზე, პირველ რიგში კი - აშშ-ზე.

ფოტო: reuter
 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.