როგორ უნდა მივიღოთ იურიდიული განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში? ეს კითხვა ბევრს აინტერესებს. რეალურია თუ არა, რომ საქართველოს მოქალაქე გახდეს იურისტი და ამერიკაში აიწყოს კარიერა.
უმაღლესის დამთავრების შემდეგ სავსებით შესაძლებელია იურისტობის მსურველი მოეწყოს ნებისმიერ პრესტიჟულ იურიდიული პროფილის სასწავლებელში. მაგალითად, Chicago-Kent College of Law-ს სამაგისტრო პროგრამაზე „სასამართლო დაცვა (Trial Advocacy), რომელიც აშშ-ში 10 საუკეთესო იურიდიულ მიმართულებაში შედის. სწავლის პროცესში აქტიურად გამოიყენება ე.წ. როლების გაცვლა, როდესაც სტუდენტებს იმიტირებული სასამართლო პროცესებზე უწევთ გამოსვლა.
სტატიაში განვიხილავთ, რა განსხვავებაა JD და LLM განათლების მოდელებს შორის, რა არის Bar Exam და როგორია იურიდიული განათლების მიღება ამერიკაში.
პირველ რიგში, რაც თვალში საცემია ამ ქვეყანაში იურიდიული განათლების სტრუქტურული დისციპლინის მხრივ, გახლავთ ის, რომ არ არსებობს საბაკალავრო პროგრამები ამ მიმართულებით. ამავე დროს, ადვოკატის პროფესიის დაუფლებისთვის აბიტურიენტს ბაკალავრის ხარისხი აუცილებლად სჭირდება. ამიტომ, ვისაც თავიდანვე სურს იურისპუნდენცია, ბაკალავრზე სწავლისას მომიჯნავე პროფილს ირჩევს - პოლიტოლოგია, ეკონომიკა, სოციოლოგია და ა.შ. იურისტობის შესწავლა შეუძლიათ IT პროგრამისტებს და ინჟინრებსაც.
იმისთვის, რომ მაძიებელმა მიიღოს იურიდიული განათლება, აუცილებელია გაიაროს Juris Doctor (JD) პროგრამა ან მიიღოს მაგისტრის ხარისხი (LLM, Master of Laws).
ამ ორის გარდა, აშშ-ში არსებობს იურიდიული კვლევის მაგისტრატურაც (MLS – Master of Legal Studies). მართალია, ის არ იძლევა საშუალებას ჩააბარო Bar Exam და გახდე იურისტი, მაგრამ საშულებას იძლევა გაერკვიოთ იმ კონტიგენტის უფლებებში, რომელთა სამუშაო ან ბიზნესი დაკავშირებულია იურიდიულ საკითხებთან - იურიდიული დოკუმენტების და ხელშეკრულებების ხელმოწერასთან, ინდუსტრიის რთულ კანონებში გარკვევასთან და ა.შ. MLS -ს დამთავრების შემდეგ ადამიანი იურისტი ვერ გახდება, მაგრამ საშუალება ეძლევა მომიჯნავე სფეროებში იმუშაოს, მათ შორის იურისტებთან. აქვე დავძენთ, რომ ამერიკის იურისტთა ასოციაცია კრძალავს MLS-პროგრამების კრედიტების გათვალისწინებას JD პროგრამის ჩაბარებისას.
JD გახლავთ სამწლიანი პროგრამა, რომელიც სამართლის სხვადასხვა ასპექტს შეისწავლის. აბიტურიენტს ჩაბარებისთვის აუცილებლად სჭირდება ბაკალავრის დიპლომი და Law School Admission Test (LSAT) შედეგები. LSAT მისაღების გამოცდის სტანდარტული ტესტია იურიდიული უმაღლესი სასწავლებლებისთვის და ტარდება მთელს მსოფლიოში წელიწადში ოთხჯერ. თუმცა, აბიტურიენტს მისი ჩაბარება ორ წელიწადში სამჯერ შეუძლია. ტესტის გავლის შენდეგ, აბიტურიენტმა უნდა დაურთოს ყველა ცდის ანგარიში ანუ რამდნჯერ შეეცადა ტესტის ჩაბარებას და რამდენჯერ ჩაიჭრა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტესტი ფასიანია და 215 დოლარი ღირს.
JD -გან განსხვავებით LLM-ს პროგრამა ერთ წელიწადზეა გათვლილი და არც ისე ბევრ შესაძლებლობას იძლევა კარიერული წინსვლისთვის. ის სამართლის მხოლოდ ცალკეულ სეგმენტებს შეისწავლის. ამავე დროს, მას თავისი უპირატესობებიც აქვს - მაგალითად, თუ სტუდენტს Master of Laws დიპლომი აქვს, ეს მას სწავლის პერიოდს შეუმცირებს JD პროგრამაზე 1-1,5 წლით. ასე რომ, ვინც გეგმავს ორივე პროგრამის გავლას, დაზოგავს დროს და ფინანსებს.
LLM სპეციალიზირებული პროგრამაა, რომელიც სამართლის გარკვეულ სფეროებზე ორიენტირდება. ესენია, საგადასახადო კანონი, საიმიგრაციო კანონი, საერთაშორისო სამართალი, ბიზნეს-სამართალი, ჯანდაცვის კანონი და ა.შ. LLM პროგრამას უფრო თეორიული ხასიათი აქვს, ისწავლება მაღალ კურსებზე და აღრმავებს იმ ცოდნას, რაც სტუდენტმა JD-ზე სწავლისას გაიარა. ხშირად, იურიდიულ სკოლებში იქმნება კლასები, რომელიც მხოლოდ LLM-ს სტუდენტებზეა გათვლილი. პროგრამის დასრულებისთვის აუცილებელია ასევე სტუდენტმა დაწეროს და დაიცვას სადიპლომო ნაშრომი, რაც JD-ს პროგრამებისთვის არ არის საჭირო. LLM-ზე მოხვედრა შესაძლბელია მხოლოდ JD პროგრამის გავლისა და დასრულების შემდეგ, ან საზღვარგარეთ იურიდიული პროგრამის გავლის შემდეგ. თუ შევაჯამებთ, გამოვა, რომ ასეთ გართულებულ პროგრამაზე მოხვედრა ამერიკელებს შეუძლიათ მხოლოდ ბაკალავრზე ოთხწლიანი და JD-ზე სამწლიანი სწავლის შემდეგ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი მასზე მოხვედრა შეუძლიათ თავის ქვეყანაში იურიდიული ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ. LLM პროგრამა სტუდენტის გადამზადებაზე ფოკუსირდება, რათა იგი მოარგოს ამერიკული სამართლის არეალს.
ამერიკელები მიდიან LLM პროგრამაზე JD-ზე სწავლის შემდეგ რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, თუ JD განათლება მათ მიიღეს არა ცნობილ, არამედ რიგით უმაღლეს სასწავლებელში, საკმარისია LLM-ს ერთწლიანი კურსი გაიარონ უმაღლესი ლიგის უნივერსიტეტში, რომ პრესტიჟულ განათლება მიღებულად ითვლებიან. მიუხედავად ამისა, სტუდენტთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს გააკეთოს შესვენება JD და LLM ჩაბარებას შორის, რათა შეიძინოს პრაქტიკული გამოცდილება, რაც მომავალში მათ სადიპლომო ნაშრომის დაწერაში დაეხმარებათ.
ამერიკაში, იურიდიული განათლების დამამთავრებელი საფეხური არის Bar Exam-ს ჩაბარება. ეს გამოცდა 2-3 დღეზეა გათვლილი (გააჩნია შტატს) და წელიწადში ორჯერ ტარდება - ივლისში და თებერვალში. შედგება ორი ნაწილისგან, რომელიც მოიცავს კითხვებს პასუხების რამდენიმე ვარიანტით, პრაქტიკული დავალებებით და ესსეს დაწერას. პირველი ნაწილი მოიცავს საერთო ეროვნულ სამართალს და მხოლოდ სატესტო კითხვებისგან შედგება. მეორე ნაწილი - კონკრეტული შტატის კანონმდებლობას მოიცავს, სადაც გამოცდა ბარდება. Bar Exam-ის წარმატებით გავლისთვის აუცილებელია არა მხოლოდ სწავლის დროს ათვისებული ყველა ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების ჩვენება, არამედ მოქნილი უნარებიც (soft skills) - ქარიზმატულობა, სწრაფი აზროვნების უნარი, მოხერხებულობა და ა.შ. 2-3 დღის განმავლობაში აუცილებელია ბრწყინვალე ცოდნის დემონსტრირება მინიმუმ სამართლის ოცამდე დარგში.
Bar Exam აბარებს იურიდიული სპეციალობის ყველა სტუდენტი. მაგრამ, ყველა უნივერსიტეტი არ ამზადებს მათ ამისთვის. ამიტომ, აშშ-ში ფუნქციონირებს გამოცდისთვის მომზადების ცენტრები. სწავლა ამ ცენტრებში გრძელდება 1,5-2 თვის განმავლობაში და ღირს დაახლოებით 3 000 დოლარი. გამოცდების ჩაბარების ფასი სხვადასხვა შტატში განსხვავებულია - მაგალითად, ნიუ-იორკში სტუდენტები JD -ს ჩაბარების შემდეგ იხდიან 250 დოლარს, LLM ჩაბარების შემდეგ – 750 დოლარს. ილინოისის შტატში კი ჩაბარების ყველა მსურველთათვის 1000 დოლარია.
LLM-ს ყველაზე მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ ადვოკატის ლიცენზიის მისაღები გამოცდების ჩაბარება - Bar Exam მხოლოდ ხუთ შტატშია შესაძლებელი. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში - ადვოკატის გამოცდების ჩაბარება მრავალი წლის პრაქტიკის შემდეგ ხდება.