თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის საფუძველზე სამგორის რაიონში ახალი სკვერი მოეწყობა.
სკვერის განაშენიანების პრეზენტაცია სამგორის რაიონის გამგეობაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს განათლებისა მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა და სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ.
თამარ მახარაშვილის განცხადებით, მოსწავლეების ცოდნითა და შრომით შექმნილი მაკეტის საფუძველზე რაიონში ახალი სკვერი მოეწყობა კიდევ უფრო აუმაღლებს ახალგაზრდებს მოტივაციას, შექმნან კიდევ ბერვი ინოვაციური პროექტი.
პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე საპროექტო სამუშაოების დაგეგმარების ტენდერი ჩატარდება. ამის შემდეგ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მეორე ტენდერს გამოაცხადებს, რომელშიც გამარჯვებული კომპანია სკვერის განაშენიანების სამუშაოებს შეასრულებს.