Russian English
ოთხი ადამიანის ვახშამი, სიტუაციიდან „მოტეხილი“ ალასანია და კლიპი ქართულ ჯარზე! (Video)
ორშაბათი, 11 აგვისტო, 2014 - 19:04

„ქართული ჯარი“ - ასე ჰქვია სიმღერას, რომელზეც მომღერალმა ხატია წერეთელმა ვიდეო რგოლი გადაიღო. აღნიშნული ვიდეო, საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, თუმცა ამით მის რეიტინგს არაფერი  დაკლებია.

 ხატია წერეთელს საზოგადოება ისეთი პროექტებიდან იცნობს, როგორიცა არის „საქართველოს ვარსკვლავი“ და „ნიჭიერი“. არც ერთ პროექტში მომღერალს ბედმა არ გაუღიმა და გადაწყვიტა დამოუკიდებლად აკეთოს ის საქმე, რასაც სიმღერა ჰქვია.

Mediacity.ge-ს ხატია წერეთელი ესაუბრება:

რატომ გადაწყვიტეთ, რომ ქართულ ჯარზე გაგეკეთებინათ სიმღერა?

- მე, ვაფასებ ქართული ჯარის მიღწევებს და ამით ჩემი სიყვარული გამოვხატე ჯარისკაცების მიმართ.

ჩიორა თაქთაქიშვილმა თქვენი ვიდეო-რგოლის შესახებ გამოთქვა აზრი, რომ ეს კლიპი ირაკლი ალასანიას, კერძოდ კი თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დამზადდა?

- რა სისულელეა! აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ და არავის პოლიტიკურ დაკვეთას არ ვასრულებ. გარდა ამისა, ეს არ არის ქართული ჯარის საპიარო ვიდეო-რგოლი. ამ კლიპში მხოლოდ ქართველი ჯარისკაცების მიმართ სიყვარულს ვავლენ. ეს ხალხი პოლიტიკით არის დაავადებული და ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში უყურებენ. ჯარი სახელმწიფოს საკუთრებაა და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის.

კლიპის ბიუჯეტი რამდენია?

- ზუსტად იმდენი, რამდენიც 4 ადამიანს ვახშმის დროს სჭირდებათ.

ამბობენ, რომ რუსულ მოტივებზეა შექმნილი?

- სიმღერის ავტორი ზურა ჩინჩალაძეა. ქართულ ჯარს ვაქებთ, რუსული რა შუაშია.

ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუს შემოგთავაზებთ უცვლელად: ახალი კლიპი! ვისაც ჰგონია, რომ ამით ჯარი პიარდება, ვაი იმის პატრონს და ზოგადად ვაი ჩვენს პატრონს!

- ნანუკას რატომაღაც პირველს მოეჩვენა, რომ ეს კლიპი თავდაცვის სამინისტრომ დამიკვეთა, რადგან წინა წლებში, „ნაციონალების“ დროს, მსგავსი კლიპები მხოლოდ კონკრეტული სისტემის გასაპიარებლად კეთდებოდა და ნანუკას ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ შეიძლება ვიღაცა ადგეს და საკუთარი სურვილით მიესიყვარულს ჯარისკაცებს, ყოველგვარი გამორჩენის გარეშე. მე მაქვს აპარატურა შეძენილი და შესაბამისად, საკმაოდ იაფი მიჯდება კლიპის გადაღება.

და ბოლოს...

- ბევრ პროვოკაციულ კლიპს ელოდეთ ჩემგან, თავს არ მოგაწყენთ და არც მოგანატრებთ.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.