Russian English
„უკანალების შოუს“ ესპანელი მამა თუ კარგად დადგმული პლაგიატი?! (Video)
ორშაბათი, 11 აგვისტო, 2014 - 22:45

მოკლედ, პროფესიონალი პლაგიატები ვართ! ევროპელობაც გვინდა, თუმცა არ ვიცით, ევროპელობის და თავისუფლების მნიშვნელობა. ეგ არაფერი, მთელი ცხოვრება წინაა და ნელ-ნელა ჩვენც რაღაცა სასარგებლოს ვისწავლით დასავლეთისგან. მაგრამ რა არის პლაგიატი? ისჯება თუ არა კანონით პლაგიატობა და რა განსხვავებაა პალაგიატობასა და არაპლაგიატობას შორის.

ინტელექტუალური საკუთრება მთელ მსოფლიოში დაცულია. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის თანახმად ინტელექტუალური საკუთრება ხელშეუხებელია.

„პლაგიატი - პიროვნებაა, რომელიც ნებით თუ უნებლიედ, სხვის იდეებს საკუთარ იდეებად ასაღებს. ეს „იდეები" შეიძლება იყოს ნაბეჭდი ან სიტყვიერი მასალა" - ასე განმარტავს პლაგიატობას საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენცია.

მიეკუთვნება თუ არა პლაგიატს ჯგუფი „ბანის" მიერ შესრულებული „საჯდომების" შოუ, სადაც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მათე ფირცხალავა რაჭულს უკრავს ორი ქართველი „მანდილოსნის“ დუნდულებზე. სხვათაშორის, ეს ის მათე ფირცხალავა გახლავთ, რომელიც ერთ-ერთ თავის ინტერვიუში გარკვევით ამბობს, რომ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილ ქალს ქუჩაში მკერდმოშიშვლებული სიარული არ შეშვენისო. როგორც ჩანს, გადაკუზული მანდილოსნის დუნდულებზე რაჭულის დაკვრა ქართველ მანდილოსანს შეშვენის! ფაქტი ორია, იდეა კი ერთი. პირველი იდეა კი ცნობილ ესპანელ მუსიკოსსა და „დრამერს“ ეკუთვნის, რომელიც ჯგუფმა „ბანმა" ან გადაიღო ან დადგა ხსენებული „საჯდომების შოუს" სახით.

ესპანელი მუსიკოსის და „ბანის" მიერ

 შესრულებული „რაჭულს" თუ ერთმანეთს შევადარებთ, ძალიან დიდ განსხვავებას ვიპოვით.

ესპანელმა მუსიკოსმა ოთხი გოგონას საჯდომზე დაუკრა კომპოზიცია, რომელიც საყურებლადაც ესთეტურია და რაც მთავარია, მაღალპროფესიულ დონეზეა შესრულებული.

რა შეიძლება ვუწოდოთ ორ გოგონას კომპოზიციას, რომლის საჯდომებიც დასარტყამ ინსტრუმენტად გამოიყენა „ბანმა"? კარგად კოპირებული და გადმოღებული სინამდვილე, თუ უგემოვნოდ შესრულებული მუსიკა?

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.