Russian English
ნიკიტა მარშუნოკი პანიკაშია! სცნობს თუ არა „კაზანტიპის“ რესპუბლიკა აფხაზეთს?!
ორშაბათი, 25 აგვისტო, 2014 - 14:28

ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას. ნიკიტა მარშუნოკი სრულ პანიკაშია!  ამის თქმის საფუძველს იძლევა მის ოფიაციალურ სოციალურ გვერდზე განთავსებული  დღიური, რომლითაც „კაზანტიპის“ პრეზიდენტი თავის ყოველდღიურ განცდებს მეგობრებს უზიარებს. ეს განცდები კი, შეიძლება ითქვას , არც მთლად მაჟორულია.

პირდაპირ განცდებზე თუ გადავალთ, ნიკიტა მარშუნოკის დღიური ასე გამოიყურება:

21 აგვისტო. „არ დაგიმალავთ, დაღლილობისგან ძალიან მიჭირს კლავიშების პოვნა,მაგრამ ვალდებული ვარ შეგატყობინოთ, რომკაზანტიპისპირველი დღე გრძელება და 4 000 მოცეკვავე ელოდება მომაგრებას. უნდა მოხდეს გაერთიანება დიდი ქართველი და კაზანტიპელი ერისა“.

მაშასადამე, გახსნის პირველ დღეს ანაკლიაში, 4 ათასი ვიზიორი ანუ დამსწრე ჩავიდა. ეს კი საშუალო გათვლებით, ცოტა კი არა, საერთოდ არაფერია. მაგალითად, 2013 წლის „კაზანტიპს“, პირველ დღეს 120 ათასი ვიზიორი ესწრებოდა.

21 აგვისტო. „მეკითხებიან, თან ძალიან ხშირად - ვარ თუ არა კმაყოფილი. და მე ძალიან მიჭირს მოკლე პასუხი გავცე ამ კითხვაზეადვილია გადაიღო ფილმი ანდა დაწერო წიგნი, რომელიც დაეფუძნება ბოლო შვიდი თვის მოვლენებს. 2014 წლისკაზანტიპსმე დავარქმევდი ასეთ სახელს -  „მიუხედავად ყველაფრისა“. დიახ, მიუხედავად ყველაფრისა ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალს აქვს საოცარი უნარი გადაადგილდეს სივრცეში და გავრცელდეს   ვირუსივითდარჩება თუ არა კაზანტიპი საქართველოში თუ ეს მხოლოდ  შუალედური გაჩერებაა? ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ იგი არსებობს და ეს მშვენიერიაახლა და ამ წუთას. თქვენთან ერთად თუ თქვენს გარეშე“.

ანუ, მიუხედავად  ყველაფრისა ფესტივალი მაინც ჩავატარეო.    

22 აგვისტო „არჩევანი რომ გქონდეთ, რომ რაღაც  გააკეთოთ უფრო ცუდად, ვიდრე წინა ჯერზე. ანდა გარისკოთდა გააკეთოთ რაღაც ახალი, რას აირჩევდითრას ეტყოდით ხალხს, რომლებიც მონიტორების წინ სხედან და უხარიათ თქვენი ჩავარდნები?! სწორია! დილა მშვიდობისა

ჩვენც იგივეს გეტყვით, ნიკიტა! დილა მშვიდობისა სრულიად ქართველი ერის სახელით! მიუხედავად ყველაფრისა, შენ ჩაატარე ფესტივალი და ბოლო 7 თვის განმავლობაში ძალიან დიდი ენერგია და რესურსები დაახარჯე. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ამისა, 4000-ს მოცეკვავეზე  მეტი არ მოვიდა „კაზანტიპზე“.

23 აგვისტო „პრინციპში, თუ შენ არ ცეკვავ, შეგიძლია შეჭამო მაინც და მიმოიხედო“.

აი, ახლა უკვე ჭეშმარიტება ღაღადებს შენი პირიდან, ბატონო პრეზიდენტო! შენს ადგილას დავამატებდი „დალიე ფანტა, იყავი ბამბუჩა!“

23 აგვისტო „როდესაც არ გამოგდის იმოძრაო წინ, შეგიძლია დაიწყო მოძრაობა ზევით“.  

პრინციპში, ერთობ სექსუალურად ჟღერს ანუ „კაზანტიპურად“. ისე ნიკიტა,  წინ ვერც იმოძრავებ -  ოკუპირებულია.

ოკუპაციაზე გამახსენდა. ცნობილი მწერლისა და ჩვენი  ავტორის ნინო გუგეშაშვილის შეფასება ხსენებული მოვლენებისა:  

კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, მე მაინტერესებს, საქართველო რატომ უკეთებს იგნორირებას კაზანტიპის რესპულიკასოკიდევ განაცხადა, ორშაბათიდან ვიზების საკითხს გადავხედავო.  ამან მავთულხლართებიც არ გააბას და აფხაზეთიც არ სცნოს! საერთოდ აფხაზეთს არ მიუერთდეს, ძაან გამწარებულია!“

ნიკიტა მარშუნოკის ჩანაწერებიდან თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად ასეა!

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.