Russian English
„ჯანმოს“ ანგარიში - ზამთარში ახალი სასიკვდილო შტამი შემოვა ევროპაში
ორშაბათი, 17 ნოემბერი, 2014 - 08:12

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია („ჯანმო“) განგაშის „ნოტას“ აგზავნის წევრი ქვეყნების მისამართით და ოფიციალური განცხადებისთვის ემზადება. აფრიკული ინფექციის - ებოლას დევნაში, მათ თვალთახედვიდან გამორჩათ ბევრად სერიოზული საშიშროება. „ჯანმოს“ ეპიდემიოლოგები ოფიციალურ დასკვნას დებენ და შეშფოთებულები არიან. ფრინველის გრიპის სამშობლოში - ჩინეთში დაფიქსირებულია უცნობი, აქამდე არ არსებული და რაც მთავარია, ფრინველის გრიპის სასიკვდილო შტამი. ესენი გახლავთ - H5N3 და H5N8. მანამდე, ანუ ბოლო 5-6 წელია ჩინეთში ფიქსირდებოდა H5N6, H5N2 და ასევე მაღალპათოგენური შტამები H5N1-ს ცირკულირება. მაგრამ, არც ერთ მათგანს არ ჰქონდა სიკვდილიანობის ისეთი მაჩვენებელი, როგორც ფრინველის გრიპის ახალ შტამს - H5N3 და H5N8-ს. ბოლო ორი შტამი არის სრულიად უცნობი კაცობრიობისთვის. ასე რომ, დიდი ალბათობაა, ისინი გატანილ იქნას სხვა ქვეყნებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ შტამით უკვე დაიღუპნენ ადამიანები. „ჯანმო“ ერიდება ზუსტი ციფრის დასახელებას, თუმცა 2014 წლის მაისში H5N6 გრიპისგან გარდაცვალების ერთი შემთხვევა მაინც დაადასტურა.

ფრინველის გრიპი არის მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც აზიანებს სასუნთქ და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. ფრინველის გრიპით დასნებოვნებულთა შორის სიკვდილიანობის რისკი ძალზე მაღალია, დაახლოებით, 10-დან 100%-მდე.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.