Russian English
10 წლამდე ბავშვები მოუყვანიათ საქალწულე აპკის აღდგენაზე.
ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2015 - 21:51

დღემდე საქართველოში  საქალწულე აპკის აღდგენა ერთ- ერთი ყველაზე გაუხმაურებელი და ამავე დროს, გავრცელებული ოპერაციაა. სტატისტიკური მონაცემებით მას 50 ათასიდან ერთი ქალი მიმართავს. ამ პროცედურასთან დაკავშირებულ პრობლემებზე პროფესორი რამაზ ჩარექიშვილი გვესაუბრება.

- ბატონო რამაზ, 21-  საუკუნეში რამდენად მისაღებია საქალწულე აპკის აღდგენაისიც ზრდასრულ ასაკში?

- პირადად ჩემთვის, აპკის აღდგენა მიუღებელია.აბსურდულად მეჩვენება, როდესაც 20 წელს, უფრო მეტად კი, 30 წელს გადაცილებული ქალბატონი მოდის ჩემთან და მეუბნება, საქალწულე აპკი აღმიდგინეო.

ასეთი მომართვიანობის მიზეზი რა არის?

- ერთი ქალბატონი მოვიდა ჩემთან საქალწულე აპკის აღდგენაზე. ვეცადე გადამერწმუნებინა იგი და ბუნებრივია, მიზეზითაც დავინტერესდი. იცით რა მიპასუხა? შესაძლებელია დღეს არაფერი ეთქვა მის მეუღლეს, მაგრამ წლების შემდეგ, პატარა მიზეზიც კი, (მაგალითად სალათას რატომ აკლია მარილი), გახდებოდა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ცოლისთვის შეეხსენებინა ეს ფაქტი. ამ ქალბატონს ვერ შევეწინააღმდეგე, იმიტომ რომ გარკვეულწილად მართალი იყო. ექიმი ხშირად დგას ამ არჩევანის წინაშე. არ იცის რა გააკეთოს - წავიდეს ამ ოპერაციაზე და დაეხმაროს ქალს მამაკაცის მოტყუებაში, თუ პირიქით, მამაკაცს გამოუცხადოს სოლიდარობა და ქალები გადაარწმუნოს. მაგრამ, მაშინ თავის თავზე უნდა აიღოს იმის პასუხისმგებლობა, რომ ოჯახი თუ დაინგრა, იგი არ იქნები ამის მიზეზი, უარი რომ უთხარი აპკის აღდგენაზე. არ ვიცი, ეს მძიმე თემაა. ჩემთან როდესაც მოდის პაციენტი, ვაკეთებ მხოლოდ იმ ოპერაციებს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს აპკთან.

ძალიან ბევრი ქალი ეწირება ე.წ.  „შარლატანი ექიმების  ხუთდღიან აპკებსეს რას ნიშნავს?

აპკებს ვადა არ აქვთ. აპკი ან არის, ან არ არის. რამდენიმე თვიანი და რამდენიმე დღიანი აპკი არ არსებობს. „შარლატანი“ ექიმები ატყუებენ მიამიტ  კლიენტებს და არწმუნებენ იმაში, რომ გათხოვებამდე ხუთი დღით ადრე თუ მივლენ მათთან, უკაცრავად და, გაკერავენ.

- ხუთი დღით ადრე რატომ?

- იმიტომ რომ ოპერაციას აკეთებენ არა პლასტიკური ქირურგები, არამედ გინეკოლოგები. ოპერაციის შემდეგ ძაფები იშლება, აპკები ერთმანეთს სცილდება და ყველაფერი თავდაპირველ სახეს იღებს. ზოგადად, ნებისმიერ ძაფს აქვს თავისი ვადა და ეს ვადა არის 28 დღიდან 48 დღემდე. აქედან გამომდინარე ხუთი დღით ადრე დადებული ნაკერიც სისულელეა და არანაირ გარანტიას არ იძლევა, რომ სქესობრივი აქტის შემდეგ ამ ძაფებს არ ნახავს "ბედნიერი" მეუღლე.

მსგავსი ტიპის ოპერაცია თუ გაგიკეთებიათ არასრულწლოვნებისთვის?

- ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ 10 წლამდე ბავშვები მოუყვანიათ საქალწულე აპკის აღდგენაზე. აქ საქმე გვაქვს ტრამვასთან. მაგალითად, ამასწინათ 6 წლის გოგონა თამაშის დროს კიბეს ჩამოემხო და საკმაოდ სერიოზული ჩახევები ჰქონდა. აქ უკვე პროფესიონალი ქირურგის ჩარევა არის საჭირო, რომ ქირურგიას და პლასტიკას ერთდროულად მიეხედოს.

 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.