Russian English
დემოგრაფიული კატასტროფა აფხაზეთში - აფხაზური ეთნოსი 3,3, ქართული - 6,8, სომხური - 70,2!
პარასკევი, 10 12, 2021 - 20:05

კვლევა ჩაატარეს ქართველმა დემოგრაფებმა აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის აღწერის მაჩვენებლებზე დაყრდნობით. შედეგი, რომელიც მეცნიერებმა დადეს, ძალიან საგანგაშოა.  

„სოხუმის დაცემის დღე მტკივნეული თარიღია არა მარტო ჩვენთვის, არამედ იმ აფხაზებისთვისაც, რომლებიც სწორ ანალიზს უკეთებენ მოვლენებს და პოლიტიკურ პროცესებს“ - აღნიშნავს Mediacity.ge-თან საუბარში „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“  თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე.

- აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა 2011 წლამდე აღიარებდა და თავის მოსახლეობას უმტკიცებდა, რომ მათ გენოფონდს არაფერი არ ემუქრება. რომ ეთნიკური აფხაზი მოსახლეობის წილობრივი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

- ასე არ არის?

- არა.  აქამდე საქართველოში აფხაზური გენოფონდის მასშტაბური კვლევა არ ჩატარებულა. ჩატარდა ახლახან და  ამ კვლევის ავტორი გახლავთ ცნობილი დემოგრაფი ანზორ თოთაძე. პარალელურად, ცალკე კვლევა ჩატარდა აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის მთავრობის მიერ, აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის შედეგებზე დაყრდნობით. რუსი დემოგრაფები უგულვებელყოფდნენ აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის მიერ დადებულ მონაცემებს.  მაგრამ, უარყოფდნენ მხოლოდ 2011 წლამდე. 2011 წლის შემდეგ მათი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ შეიცვალა.

- უფრო კონრეტულად?

-  მე-19 საუკუნის ბოლომდე აფხაზეთის მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, ვინაიდან იგი რუსეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა და მეფის მთვრობას არ ჩაუტარებია აღწერა. მე-19 საუკუნის ბოლოს დაიდო პირველი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობრივი მაჩვენებელი   იყო  64 000. მომდევნო 100 წლის განმავლობაში აფხაზეთის მოსახლეობა საგრძნობლად  იზრდებოდა, მათ შორის იზრდებოდა ეთნიკური აფხაზების წილობრივი შემადგენლობა. მე-20 საუკუნის ბოლოს აფხაზეთის მოსახლეობა ნახევარ მილიონზე მეტი იყო, კერძოდ 524 000;  ხოლო, 1991 წელს, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაიწყო, ეს ციფრი გაიზარდა 540 000-მდე. 2003 წელს აფხაზეთის დე ფაქტო  მთავრობამ ჩაატარა აღწერა და დადო ციფრი - 214 000.  2014  წელს კი ეს ციფრი 242  000 გაზარდა.

-  სხვა ერების, მაგალითად, იგივე ქართული ეთნოსი რამდენს შეადგენდა აფხაზეთში?

- მთელი  მე-20  საუკუნის განმავლობაში აფხაზების წილობრივი შემადგენლობა გაიზარდა 3,3-ით, ქართული ეთნოსის მოსახლეობა გაიზარდა 6,8-ით, სომეხი მოსახლეობის გაიზრადა 70-ჯერ, ხოლო რუსი მოსახლეობის წილობრივი შემადგენლობა გაიზარდა 62-ჯერ.

- ანუ სომხები ლიდერობენ... რატომ ასეთი სხვაობა?

- ზოგადად,  მოსახლეობის ზრდა ხდება ორი გზით  - ბუნებრივი მატების და მეორე, მიგრაციის შედეგად. ქართული და აფხაზი მოსახლეობა იზრდებოდა ბუნებრივი მატების საშუალებით, სომხების და რუსების წილობრივი ზრდა კი გამოიწვია დიდმა მიგრაციამ.  ქართველმა ექსპერტებმა ისიც გამოთვალეს, თუ როგორ განვითარებოდა თავად აფხაზური გენოფონდი და როგორი იქნებოდა მისი წილობრივი შემადგენლობა, საერთოდ რომ არ ეცხოვრა არც ერთ ქართველს  აფხაზეთის ტერიტორიაზე. მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქართველების გარეშე 80-იან წლებში აფხაზი ეთნოსის შემადგენლობა იქნებოდა  მაქსიმუმ  30%, ხოლო 1991 წელს, როდესაც ეს კონფლიქტები დაიწყო იქნებოდა მხოლოდ  32%.

- ანუ დიდი ცდომილება არ არის ჩვენს იქ არსებობასა და არ არსებობს შორის?

-  დიახ. რაც შეეხება აფხაზურ გენოფონდს აფხაზეთის მოსახლეობაში. ეს გახდა სწორედ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის კვლევის საგანი. 1959 - 1989 წლებში,  ანუ 30 წლის მანძილზე, როდესაც აფხაზეთში ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო, ეთნიკური აფხაზების რაოდენობა გაზრდილია 32 074-ით, ხოლო თუ დავეყრდნობით აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის მიერ ჩატარებულ კვლევას, 2003-2011 წლებში ანუ 8 წლის მანძილზე  (როდესაც ეკონომიური და სოციალური ფონი ყველაზე მძიმე იყო  აფხაზეთში, მიგრაცია დიდია და უმძიმესი ვითარებაა ნარკომანიის კუთხით), მათი გენოფონდი იზრდება 28 ათასით. ეს გახლავთ სრულიად  ურთიერთგამომრიცხავი ციფრები, რომელიც დაიდო 2011 წელს. ყველაზე მრავლისმეტყველი ამ კუთხით არის სწორედ ის კვლევები, რომლებიც გაკეთებულია როგორც ქართული, ისე აფხაზური გენოფონდის შესახებ. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა შედეგი მოგვიტანა 27 სექტემბერმა და ზოგადად, ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტმა.

 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.