Russian English
ბიბლია ჩინურად - „მე ვარ ბრინჯი ცხოვრებისა“ „მე ვარ პური არსობისას“ მაგივრად
ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2015 - 18:17
„სახარების ჩინურ ენაზე მთარგმნელები  მივიდნენ დასკვნამდე, რომ ერთადერთი მეთოდი ეთარგმნათ ცნობილი მუხლი იოანეს სახარებიდან „პირველითგან იყო სიტყუაჲ“ - იყო დაეწერათ „პირველითგან იყო დაო“, გამოიყენეს რა სახელწოდება, რომელიც მიღებულია დაოსიზმში ცხოვრებისეული პრინციპის გამოსახატად, რომელიც მართავს ქვეყნიერებას. და როგორ ვთარგმნოთ „მე ვარ პური ცხოვრებისა“ ერებისთვის, რომლებიც არ ჭამენ ხორბლის პურს და ცხოვრობენ მხოლოდ ბრინჯით? პური იქ მხოლოდ რესტორნებშია, ევროპელებისთვის. ჩინელისთვის სიტყვასიტყვით თარგმნილი „მე ვარ პური ცხოვრებისა“ ჟღერს ისევე, როგორც რუსისთვის „ მე ვარ ჰამბურგერი ცხოვრებისა“, ამიტომ საჭირო გახდა ეთარგმნათ შინაარსობრივად და არა ლექსიკონით „მე ვარ ბრინჯი ცხოვრებისა“. კიდევ ერთი საჩვენებელი სირთულე გვხვდება კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში (1კორ.3.6): მოციქული პავლე ასე მოგვითხრობს ეკლესიის ზრდის შესახებ, ორი მქადაგებლის გავლენით „მე დავრგე, აპოლომ მორწყო, გაზრდით კი უფალმა გაზარდა.“ ჩვენთვის გასაგებია. გამომშრალი ახლო აღმოსავლეთისთვისაც გასაგებია. მაგრამ ვიეტნამელებისთვის? ბრინჯი ისედაც წყალში იზრდება, რა საჭიროა მისი მორწყვა? ამიტომ საჭირო გახდა შესწავლა იმ მეთოდებისა, რითაც ისინი საველე სამუშაოებს უძღვებიან და მათში დათესვის მომდევნო აუცილებელი მეორე სამეურნეო ოპერაციის გამოყოფა: „მე დავთესე, აპოლომ ჯოხებს ყლორტები მოაბა, გაზრდით კი უფალმა გაზარდა.“
დიაკონი ანდრეი კურაევი
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.