Russian English
„ისწავლე ქართული, როგორც მეორე ენა“ - პროგრამა ქისტი და ჩეჩენი ბავშვებისთვის!
ხუთშაბათი, 02 12, 2021 - 13:06
პანკისის ხეობაში 5 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს და მასში 1300 მოსწავლე და 120 მასწავლებელია. ამ სკოლებში ეთნიკური ქისტები და ჩეჩნები სწავლობენ. სწავლა  ქართულ ენაზე მიმდინარეობს. რუსული სექტორი მხოლოდ ერთ სკოლაში ფუნქციონირებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით,  აქამდე ხეობაში ასეთი მასშტაბური პროგრამა, რომელშიც ხეობის ყველა სკოლის მასწავლებელი და დირექტორი მონაწილეობდა, არ გამართულა. იგეგმება თუ შეხვედრები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებში? როგორც  Mediacity.ge-ს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განუცხადა, სამინისტრო პრობლემური რეგიონების მიხედვას სერიოზულად აპირებს. 
„შეხვედრაზე გამოითქვა სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებისა და მატერიალური ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები. ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში ნამდვილად არსებობს პრობლემები ქართული ენის ფლობასთან დაკავშირებით. მასწავლებლების ენობრივი კომპეტენციებისა და მოტივაციის გაზრდისათვის დაგეგმილია დამატებითი პროგრამები. 2014 წელს, პროგრამის  „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა"  მონაწილეების რაოდენობა გაიზარდა და 15-მდე მონაწილე გაიგზავნება ახალი სასწავლო წლიდან სამცხე-ჯავახეთის, კახეთის და ქვემო ქართლის სკოლებში. არაქართულენოვან სკოლებში წელს ისინი უკვე სამი საგნობრივი მიმართულებით იმუშავებენ: ქართული ენა, გეოგრაფია და ისტორია“ - აცხადებს გიგაური. 
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში   შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ენების სწავლების საკითხებს განიხილავს. კომისია საზოგადოებას შესთავაზებს რეკომენდაციებს ენების სწავლების ხარისხის გასაზრდელად.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.