Russian English
თბილისის რომელი საავადმყოფოებია მობილიზებული უკრაინელი და რუსი დაჭრილების მისაღებად?
ორშაბათი, 29 სექტემბერი, 2014 - 22:44

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ არ დატოვებს უკრაინას. იგი რჩება იქ, სადაც საომარი მოქმედებებია, ანუ უკრაინაში. არადა, ამ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებები მიდის დონეცკის ოლქში. კიევში კი ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა. მუშაობენ რესტორნები, კაფეები, საჯარო უწყებები და დედაქალაქი ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ვიზიტი კიევში ჩვეული პროტოკოლით ჩატარდა - მიღება, რესტორანში სადილი და გამოსამშვიდობებელი  ვახშამი.

აღნიშნული ვიზიტი დაგეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც წინდაწინ შეშფოთება  გამოთქვა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოვლენების გამო.  ღარიბაშვილის დავალებით ჯანდაცვის მინისტრი უკრაინაში გაემგზავრა სიტუაციაში უკეთ გასარკვევად.

კონკრეტულად, რაზე ესაუბრა სერგეენკო თავის უკრაინელ კოლეგას და რა საკითხებში დასჭირდება განსაცდელში მყოფ სახელმწიფოს საქართველოს დახმარება, ამის გასარკვევად Mediacity  ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის მოადგილეს, ნინო მამალაძეს  გაესაუბრა.

- როდიდან  დაიწყება მედიკამენტების გაგზავნა უკრაინაში?

- ჯერ-ჯერობით, მხოლოდ სამუშაო ჯგუფია შექმნილი. დღეს იყო ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა,  რომლის დროსაც დავით სერგეენკო შეხვდა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ოლეგ მუსს. ისინი ჩამოყალიბდნენ რამდენიმე საკითხზე.

- კონკრეტულად, რა საკითხებზე?

- ეს გახლავთ, უკრაინის მასშტაბით სამედიცინო დახმარების გაწევა, რომლის ფარგლებშიც გაიგზავნება მედიკამენტები ,  სახარჯო მასალა და ა.შ. თუ იქნება ექიმების გაგზავნის აუცილებლობა, ისინიც გაემგზავრებიან  სპეციალური ჯგუფთან ერთად უკრაინაში. საჭიროების  შემთხვევაში, პაციენტების ჩამოყვანაც მოხდება თბილისში სამკურნალოდ.

- თუ არის ცნობილი, თბილისის  რომელი საავადმყოფოები მოემსახურება დაჭრილებს?

- ჯერჯერობით, არ ვიცით.

- კონკრეტულად სად ჩავლენ ქართველი ექიმები - კიევში თუ  უშუალოდ ცხელ წერტილებშიმაგალითად, დონეცკის ოლქში?

- უკრაინული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში გაემგზავრება ქართული ჯგუფი დანიშნულების ადგილზე.   ეს ადგილი კი შესაძლებელია იყო საომარი მოქმედებების წერტილიც.

- ამ ეტაპზე თუ იგეგმება ჯგუფის გაგზავნა?

- ამ დროისთვის არ არის დახმარება საჭირო. თუმცა, ქართული მხარის მიერ  შექმნილი ჯგუფი მუდმივ მზად ყოფნაში იქნება.

- მოინახულა თუ არა დაშავებულები დავით სერგეენკომ?

-მინისტრი გუშინ იმყოფებოდა  ორ დიდ კლინიკაში,  მათ შორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები იმყოფებიან  და ადგილზე გაეცნო დაჭრილების მდგომარეობას.

-აპირებს თუ არა სერგეენკო ყველაზე ცხელ წერტილში - დონეცკში გამგზავრებას?

- არა, რა თქმა უნდა. იქ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვერ ჩადის და დავით სერგეენკოს რა უნდა. იგი დღეს გამოფრინდება თბილისში.

საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ფლობს ამასთან დაკავშირებით „საქართველოს პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის  ხელმძღვანელი  თამარ ღუღუნიშვილი, რომელმაც  Mediacity -თან საუბარში აღნიშნა:

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, თუმცა ამას ჯანდაცვის სამინისტრო  არ ახმაურებს, უკრაინიდან დაჭრილების ჩამოყვანის შემთხვევაში მობილიზებულია ორი კლინიკა . ეს არის ღუდუშაურის საავადმყოფო და რესპუბლიკურისემერჯენსი“. ამასთან ერთად, მიღწეულია შეთანხმება, რომ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მოხდება ყველა დაჭრილზე, მათ შორის რუს დაჭრილებზეც“.

თამია ტატალაშვილი 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.