Russian English
თელავის საავადმყოფოს რეანიმაციიდან, უმძიმესი ავადმყოფი ქუჩაში „გაუძახეს“?!
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი, 2015 - 12:35

თელავის საავადმყოფო აპირებს გამოწეროს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტი მხოლოდ იმიტომ, რომ მას მკურნალობის ფული არ აქვს.  რუსეთის მოქალაქე და ქალაქ ჩელიაბინსკის მცხოვრები - სერგო კალამაშვილი არ სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით, შესაბამისად ვერ იხდის მკურნალობის საფასურს.

სერგო კალამაშვილი ავტო საგზაო კატასტროფაში მოხვდა 5 აგვისტოს, როდესაც ნათესავებთან ისვენებდა საქართველოში. იგი დღემდე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება - არ შეუძლია გადაადგილება, დამოუკიდებლად კვება და ლაპარაკი. მიუხედავად ამისა თელავის საავადმყოფომ პაციენტს წამოუყენა ულტიმატუმი - სასწრაფოდ  დატოვოს რეანიმაცია. „საქართველოში საყოველთაო დაზღვევის გარეშე მყოფი პირის დავალიანება შეადგენს უკვე 400 ათას რუსულ რუბლს და 1 ოქტომბერს გადაწყვეტილია, რომ იგი დაუბრუნონ ნათესავებს“ - განმარტავს ჩელიაბისნკელი ომბუდსმენი.

mediacity.ge-მ ამის შესახებ შეიტყო არა ქართველი უფლებადამცველებისგან, არამედ ჩელიაბინსკის ოლქის ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენლის ალექსეი სევასტიანოვისგან.

სამწუხაროდ, არც ერთი ქართული უფლედამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია არ აღმოჩნდა, რომელიც თავის თანამემამულეს ამ გაჭირვების ჟამს დაეხმარებოდა.   სამხრეთურალელი ქართველის დახმარებას აპირებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მალე პაციენტის ტრანსპორტირება მოხდება საქართველოდან რუსეთში. რუსეთის მედიცინისა და კატასტროფის ცენტრი ელოდება პაციენტს   ქართულ კლინიკასთან შეთანხმებით.

 ამ ეტაპზე დგინდება, რამდენად გადაიტანს მძიმე ავადმყოფი საჰაერო ტრანსპორტირებას.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.