Russian English
რატომ იხსნება საჯარო სკოლებში სასწრაფო წესით ექიმთა კაბინეტები?
ხუთშაბათი, 07 აგვისტო, 2014 - 14:14

გავრცელებული ინფორმაციით,  სამედიცინო კაბინეტების გახსნა სკოლებში ინფექციური დაავადებების კატასტროფულმა მატებამ დააჩქარა.

სამედიცინო კაბინეტები ყოველთვის არსებობდა, სანამ  2010 წელს, ნაციონალურმა ხელისუფლებამ ისინი მანდატურების ოთახებით არ ჩაანაცვლა. იმ დროინდელ განათლების სამინისტროს ჰქონდა იმედი, რომ ორკვირიანი გადამზადების შემდეგ, მანდატურები სამედიცინო პერსონალის ფუნქციას შეითავსებდნენ. 
2012 წელს, თბილისის 59-ე საჯარო სკოლის პირველკლასელის გარდაცვალების შემდეგ (გავრცელებული ვერსიით, ექვსი წლის ა. ა-ძეს კალმის თავსახური გადასცდა და ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა) სამედიცინო კაბინეტების აღდგენის საკითხი ისეც წამოიწია, თუმცა ამის განხორციელება ხელისუფლების ცვლილებამდე ვერ ან არ მოხერხდა.

2014 წლის 6 აგვისტოს განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების ფუნქციონირებისა და სკოლის ექიმის საქმიანობის საპილოტე პროგრამა დაიწყო. ეს გულისხმობს 100 სკოლაში სამედიცინო კაბინეტების რემონტს და  აღჭურვას. ექიმების შერჩევაზე ჯანდაცვის სამინისტრო იზრუნებს. 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებისთვის სამედიცინო კაბინეტები საპილოტე პროგრამაში ჩართულ ყველა საჯარო სკოლაში გაიხსნება. ასე და ამრიგად, მოსწავლეები, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციურ პირველად სამედიცინო დახმარებას სწორედ სკოლის ექიმებისგან მიიღებენ.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.