Russian English
სად აკურთხეს ღვთისმსახურებმა „აბორტის“ კლინიკა
პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2015 - 23:20
ქალაქ კლივლენდში, ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკის შტატ – ოჰაიოს ეპისკოპალური და მეთოდისტური ეკლესიის წარმომადგენლები, რათა ეკურთხებინათ კლინიკა, რომელიც მსურველებს გაუწევს აბორტის მომსახურებას, იუწყება პორტალი «Breitbart.com».
ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა პასტორი ჰერრი ნოქსი, რომელიც იმყოფება ერთსქესიან „ქორწინებაში“, „რეპროდუქტიული არჩევანის მომხრე რელიგიური კოალიციის“ (RCRC) პრეზიდენტი, რომელიც გამოდის აბორტების ლეგალიზაციის მოწოდებით.
„ვაკურთხებ ამ შენობას! დაე მისმა კედლებმა გაუძლონ ყველა საშინელ თავდასხმას და სირცხვილს, რომელიც მასზე მოვა. დაე დარჩეს ის იმედის შუქურად ყველასთვის, ვისაც დასჭირდება მისი მომსახურება“ - განაცხადა კლინიკის „კურთხევისას“ ტრეისი ლინდმა, ქალაქ კლივლენდში მდებარე ეპისკოპალური საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა.
კლივლენდის კლინიკის კურთხევა, რომელშიც აკეთებენ ოპერაციებს ორსულობის ადრეულ  ეტაპზე  შეწყვეტისათვის,  ორგანიზებული იყო გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის მსახურის, ლორა იანგის მიერ, რომელიც ამავდროულად არის  „რეპროდუქტიული არჩევანის მომხრე რელიგიური კოალიციის“ ოჰაიოს შტატში მდებარე ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი. ლ. იანგი თავის თავს უწოდებს „ პროგრესულ ღვთისმეტყველ-მოაზროვნესა და ფემინისტს“.  „მღვდელმსახურის“ სიტყვებით, მისი მთავარი მიზანია – სტიმული მისცეს რაც შეიძლება მეტ სასულიერო პირს, რათა დაიცვან ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებულნი არიან ორსულობის შეწყვეტისა და მისი პრევენციის მომსახურების მიწოდებით.
კლინიკის კედლებთან კლერიკოსებმა აღმართეს პლაკატები სიტყვებით:  „რწმენისთვის, ოჯახისთვის, არჩევანისთვის!“.
„მაშინ, როცა აბორტის მომსახურების მიმწოდებლები განიცდიან თავდასხმებს, ჩვენ ისეთი მადლიერნი ვართ მხარდაჭერისათვის რელიგიური გაერთიანებისა, რომელიც ხმას იმაღლებს და ეუბნება „არას“ სირცხვილსა და ღირსების შელახვას“, – განაცხადა თავის მხრივ კლინიკის დირექტოემა კრის ფრანსმა.
 
 
წმ. სტეფანე აღმსარებლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.