Russian English
სკანდალური ვიდეო - ესტონეთის პირველი ლედი ღალატში ამხილეს
შაბათი, 30 აგვისტო, 2014 - 16:30

უკრაინაში განვითარებული მოვლენები პირდაპირ პროეცირდება ესტონეთზე. ამაზე უკვე ღიად საუბრობენ ექსპერტები. ბალტიისპირეთის ეს რესპუბლიკა უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას და აქ ცხოვრობს რუსულენოვანი უმცირესობა, რომელიც ესტონეთის მოსახლეობის არც ისე მცირე პროცენტს შეადგენს.

ბევრი  საფიქრალი აქვს ესტონეთის პრეზიდენტს ტომას ხენდრიკ ილვეს. თუმცა, ის, რაც მას თავს ამ ორიოდ კვირის წინ დაატყდა,  მისთვის ორი უკრაინული ამბოხისა და ერთი მსოფლიო გადატრიალების ტოლფასია.

ესტონეთის ერთმა სრულიად რიგითმა ჟურნალმა, პრეზიდენტს საკუთარი ცოლის სურათები გამოუქვეყნა, რომელზეც პირველი უცნობ მამაკაცს ეხვევა და ტუჩებში კოცნის. მეტი სანდოობისთვის, გამოცემამ თავის საიტზე 7 წამიანი ვიდეოც ატვირთა.

პირველი შოკი მაინც ესტონეთის მოსახლეობამ მიიღო, რომელიც ერთობ თბილად ეკიდებოდა თავის პირველ ლედის ეველინ ილვესს. ფოტოებში 47 წლის ქალბატონი უცნობ ახალგაზრდასთან ერთად არის გადაღებული. ვიდეორგოლზე კარგად ჩანს, რომ წყვილს სურათს ვიღაცა უღებს "ვსპიშკიანი" ფოტოაპარატით, მაგრამ ისინი ამას არანაირ ყურადღებას არ აქცევენ.

როგორც ჩანს, პირველმა ლედიმ დაივიწყა თავისი სტატუსი  და მთლიანად გადაეშვა დროსტარებაში, რომელიც თავადვე დაგეგმა ტალინში, კაფე "კომეტში"  7 აგვისტოს გამართულ ღამის ივენთზე. ესტონეთის პირველი ლედისთვის დაბრონილი იყო  ერთ-ერთ საუკეთესო ადგილი ტერასაზე. აზიური გარეგნობის 30 წლის  მამაკაცი, რომელსაც ილვესი ეცეკვება, მოწმეთა ჩვენებით ესტონურად ლაპარაკობდა.

"ისინი ერთად გავიდნენ კაფედან ვიღაც მეორე წყვილთან ერთად. ერთად ჩაჯდნენ "S" კლასის მერსედესში და ისე წავიდნენ" - იხსენებდა შემდეგ კაფეს ბარმენი. აღსანიშნავია, რომ პირველი ლედის მეუღლე, ანუ ესტონეთის პრეზიდენტი იმ დროს სამშობლოში იმყოფებოდა. მხოლოდ სად, არავინ იცის.

ამ დრომდე, ესტონეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლე ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. არანაირი შეტყობინება  არ მოსულა პრეზიდენტის კანცელარიისგანაც.

ეს ეველინ ილვესისთვის პირველი სკანდალი არ არის. გასულ, 2013 წელს ესტონეთის პრეზიდენტი ამხილეს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ გაფლანგვაში. კერძოდ, მან თავისი ცოლის ოფიციალური რაუტებისთვის განკუთვნილ კაბების ღირებულება ბიუჯეტიდან დაფარა და მარტო 2006 წელს, პირველი ლედის გარდერობი ქვეყანას 70 ათასი ევრო დაუჯდა.

ასე და ამგვარად, ლიტვისა და ლატვიის პრეზიდენტები თუ თავის ქვეყნის საჰაერო სივრცის გაკონტროლებით არიან დაკავებული, ესტონეთის პრეზიდენტი  რისი კონტროლითაა დაკაებული, არ უნდა იყოს  რთული გამოსაცნობი.

ვიდეო: http://lifenews.ru/news/138800 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.