Russian English
შოკი! ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2016 წლისთვის
სამშაბათი, 29 12, 2015 - 19:52
მიშელ და ნოსტრამი, ცნობილი როგორც ნოსტრადამუსი, მე-16 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი გახლდათ. სწორედ მან იწინასწარმეტყველა ბევრი ტრაგიკული მოვლენა ისტორიაში, მათ შორის ძმები კენედების მკვლელობა, ჰიტლერის მოსვლა, ნაპოლეონის დამარცხება და მსხვილი ტერორისტული აქტები. დღევანდელ მსოფლიოში ფაქტობრივად აღარ არსებობენ წინასწარმეტყველები, რომელთაც შეუძლიათ მომავლის წინასწარმეტყველება მის მსგავსად. ნოსტრადამუსი სწავლობდა ასტროლოგიას და სხვადასხვა „საიდუმლო“  მეცნიერებებს, რომლებიც ეხმარებოდნენ მას  მომავლის დანახვაში. 
ნოსტრადამუსმა 2016 წლისთვის გამოყო რამდენიმე საკვანძო მომენტი. მისი წინასწარმეტყველების მიხედვით, ბარაკ ობამა ამერიკის ბოლო პრეზიდენტია. ცნობისთვის, მან იწინასწარმეტყველა, რომ ობამა 2013 წელს მოვიდოდა აშშ-ს ხელისუფლების სათავეში და იქვე აღნიშნა, რომ იგი ამ ქვეყნის უკანასკნელი პრეზიდენტი იქნებოდა. ნოსტრადამუსის ეს წინასწარმეტყველება ბევრ კითხვებს ბადებს და მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტებს იძლევა. თუმცა, პასუხებს კაცობრიობა ახლო მომავალში მიიღებს.
ნოსტრადამუსი წინასწარმეტყველებს ასევე უჩვეულო ატმოსფერულ ცვლილებებს და შესაძლო სტიქიურ კატაკლიზმებს, რომლებიც უფრო მკვეთრად გამოვლინდება, ვიდრე მანამდე იყო. იგი წერს, რომ წყალი დედამიწაზე ზემოთ ამოიწევა. ასტროლოგის სიტყვებით, კაციბრიობას ელის უჩვეულო მოვლენები, რომლებიც კოსმოსს უკავშირდება. ეს ასტრონომიული მოძრაობები ძლიერ ზეგავლენას მოახდენს პლანეტა დედამიწაზე.  
ნოსტრადამუსი წერს ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. მისი წინასწარმეტყველებით, ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალში გაეხვევა დიდი რაოდენობის ნავთობის გამო. მან აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები იწინასწარმეტყველა, მათ შორის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო მღელვარებები.
ნოსტრადამუსი წერს, რომ 2016 წელს ახლო აღმოსავლეთში ბევრი იქნება აფეთქება და ციდან ჩამოვარდნილი თვითმფრინავები. თუმცა, სამყაროს დასასრულის შესახებ ასტროლოგი ორაზროვანი  განმარტებით შემოიფარგლება. მისი განცხადებით, ომი ერაყში არის პირველი ნიშანი იმისა, რომ მსოფლიო იცვლება და წინანდებური აღარ იქნება.
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი თეთრი სახლისთვის მხოლოდ თამაშია, რომელმაც შეიძლება მსოფლიო განადგურებამდე მიიყვანოს. ამ თამაშში პირველი სვლა კი სწორედ ახლო აღმოსავლეთი გახლავთ.  
იგი წინასწარმეტყველებს ასევე გლობალურ დათბობას, რომელიც წყალდიდობებს გამოიწვევს. უნდა ითქვას, რომ მეცნიერები ასევე ამჩნევენ მკვეთრ ტემპერატურულ ცვლილებებს სამხრეთ პოლუსზე, ჩრდილოეთ პოლუსმა ბოლო წლების განმავლობაში იცვალა იერსახე და შესაძლო შედეგებზე დააფიქრა მეტეოროლოგები. 
ნოსტრადამუსის განმარტებით მშვიდობას მსოფლიოში რუსები დააბრუნებენ, თუ ისინი არ შეეკვრებიან ევროპას და დასავლეთს ომის დასაწყისში. ნოსტრადამუსის სიტყვებით, ჩრდილოეთის მეფე აკვილონიდან (აქ რუსეთი იგულისხმება) საბოლოო ჯამში მოახერხებს მშვიდობის დამყარებას.  
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.