Russian English
ავიაკომპანიების საიდუმლოებანი, რომელსაც ისინი არ მოგიყვებიან!
ოთხშაბათი, 30 12, 2015 - 21:52
ჰაერში ჯობია სიკვდილი თუ მიწის ქვეშ, მაგალთად, მეტროპოლიტენში. არჩევანის გაკეთება რთულია. თუმცა, გადარჩენის  მეტი  შანსი ალბათ უფრო ჰაერში აქვს ადამიანს, თუ ეცოდინება, რას უმალავენ მას ავიაკომპანიები.
დიახ, არსებობს შიდა საიდუმლო, რომელიც არასდროს არ გამოაქვთ ავიალაინერების მფრინავებს და ბორტგამცილებლებს სააშკარაოზე. მაგრამ, არის ის, რაც თითოეულმა მგზავრმა აუცილებლად უნდა იცოდეს.
 
  1.  ერთ პილოტს ხშირ შემთხვევაში სძინავს. დროდადრო იღვიძებს, რათა დარწმუნდეს, რომ მის გვერდით მყოფ პარტნიორსაც არ სძინავს და თვითმფრინავის „საჭეს“ ფხიზლად მართავს. თუმცა, შეიძლება არც გაეღვიძოს, სანამ მისი ჯერი არ მოვა ანუ, არ გააღვიძებენ.  
  2.  ჟანგბადის ე.წ. ნიღბები მხოლოდ 15 წუთს ყოფნის. ეს დრო საკმარისია იმ შემთხვევისთვის, თუ პილოტი შედარებით ქვედა (დაბალ) სიმაღლეზე დაფრინავს. მაღალ სიმაღლეზე, უკაცრავად! 
  3. ღამით, როდესაც თვითმფრინავი დასაჯდომად  საფრენ  ბილიკზე  ეშვება, სალონში მკრთალი სინათლეა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მგზავრი მოულოდნელი ევაკუაციისთვის მზად იყოს (იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავი წარუმატებლად დაჯდება) და თვალები სიბნელეს მიაჩვიოს. ესეც იმიტომ, რომ მგზავრმა კრიტიკულ მომენტში, თავისუფლად დაინახოს, რომელ მხარეს არის გასასვლელი.
  4. პილოტებს რეისამდე  სთავაზობენ განსხვავებულ საკვებს. მათ ამ საკვების ერთმანეთში გაყოფის უფლება არ  აქვთ. ეს კეთდება კვებითი მოწამვლის თავიდან აცილების მიზნით. 
  5. შინაურ ცხოველებს და ფრინველებს ათავსებენ თვითმფრინავის ტექნიკურ განყოფილებაში, სადაც არანორმალური ხმაურია. თავად ადამიანი ვერ გაუძლებდა ამ ხმაურს სპეციალური ყურის სასმენების გარეშე. ასე რომ, დასაფიქრებლად ღირს, სანამ ოთხფეხა „მეგობრებს“ ასეთი მგზავრობისთვის გაიმეტებთ.
  6. არ დალიოთ წყალი თვითმფრინავში, თუ ის მინის ბოთლში არ არის მოთავსებული. უკეთესია თუ მას საერთოდ არ შეეხებით. რაც უფრო შეუხედავია თვითფრინავი, მით უფრო საშიშია წყლის მიღება, ვინაიდან მასში მოთავსებული რეზერვუარები ხშირად  ორი  წლის განმავლობაში არ იწმინდება.
  7.  ბორტგამცილებლებს (სტუარდესებს) ე.წ. „ჩაით“ არ ანებივრებენ. მაგრამ, თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ მადლობის გადახდას, პირველივე შეკვეთაზე გააკეთეთ ეს და არ არის გამორიცხული, რომ დარჩენილი ფრენის დროს, სასმელი უფასოდ მოგიტანონ. 
  8. რაც არ უნდა ცნობილი და საუკეთესო ავიაკომპანიის მომსახურებით სარგებლობდეთ, ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ მასზე გამოცდილი პილოტი იქნება ჩართული.
  9. რაც შეეხება მობილურების გამორთვას. ჩართული მობილური არ წარმოადგენს საფრთხეს თვითმფრინავისთვის. მაგრამ მგზავრების მიერ მუდმივი „დაკლიკვით", ხშირი გათიშვით და ჩართვით, დისკომფორტი ექმნებათ პილოტებს სიხშირის დაჭერასა და საფრენ ცენტრთან დაკავშირებაში. 
  10. რეისის შემდეგ მგზავრები ბალიშებს და საბნებს უკან აწყობენ. მათ, მომდევნო რეისამდე  არ რეცხავენ და არც დეზინფექციას უტარებენ. იგივე ითქმის დალუქულ ყურსასმენებზე, რომელიც მგზავრებზე გაიცემა. ისინი ასევე მანამდე უკვე გამოყენებული და არა ერთგზის ნახმარია. უბრალოდ, ყოველი ახალი რეისის დროს მას ასუფთავებენ და პაკეტებში დებენ.

 

 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.