Russian English
რომელ ქვეყნებს „მოპარა“ თბილისის მერიამ ორი ცენტრალური ნაძვის ხის დიზაინი?!
ოთხშაბათი, 30 12, 2015 - 17:30
ახალი წლის სიმბოლოების კონკურსი რომ ჩატარდეს, მასში პირველ ადგილს ნაძვის ხე დაიკავებს. თითოეული ქვეყანა თავის ნაძვის ხეს, რომელსაც ცენტრალურ მოედანზე აღმართავს, თავისებურად რთავს. ხსენებული რიტუალის დროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ცდილობენ გაითვალისწინონ ტრადიციები და საკუთარი ერის ისტორიის რაღაც ნაწილი ჩადონ მორთულობაში. სხვა ქვეყნების თვითმართველობებისგან განსხვავებით, თბილისის მერიას დიდი ეთნოგრაფიული აქტივობა არ გამოუჩენია ამ კუთხით. ქართული ელემენტები იქით იყოს, თავისუფლების მოედანზე აღმართული ნაძვის ხე მოსკოვის ცენტრალური ნაძვის ხის დიზაინს იმეორებს, საქართველოს პარლამენტის  წინ აღმართული კი, (არ გაგიკვირდეთ) - ჩინურის. ანუ რაც დგას პეკინში მთელი თავისი „აღკაზმულობითა“, ის დგას თბილისში.
ნადარჩენი, თავად განსაჯეთ.
 
ფოტოზე (თანმიმდევრობის მიხედვით): პეკინი, მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ბერლინი, კუალა-ლუმპურე (მალაიზია), ვილნიუსი, ბაღდადი, სტამბული, რიო-დე-ჟანეირო, ტურინი, ვაშინგტონი, ლისაბონი, მეხიკო,  კიევი, ბიბლოსი (ბეირუთი), კაუნასი, პარიზი, ლონდონი.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.