Russian English
„მაია ფანჯიკიძემ დიდი თანხა წააგო კაზინოში და ფული რუსული ცენტრის ხელმძღვანელისგან - იური ტიომკინისგან ისესხა!“
ოთხშაბათი, 30 12, 2015 - 17:53
„ნაციონალური მოძრაობის“  სახემ და სიამაყემ,  მეგი გოცირიძემ, ამჯერად ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს წარსული გაუხსენა:
„ეს სამარცხვინო ისტორია გერმანული გაზეთ "Berliner Zeitung".-ში დაიბეჭდა!
ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის სრულიად უინტერესო იქნებოდა, რომ არა ერთი საეჭვო გარემოება. 
კერძოდ, როგორც აღმოჩნდა ქალბატონმა მაიამ მოახერხა იმდენი, რომ საელჩოს შენობა და ეზო იპოთეკით დატვირთა ,რაც თავის მხრივ ძალიან რთული გასაკეთებელია. 
ყველაფერი კი იქედან დაიწყო, რომ როგორც ცნობილია, მაია ფანჯიკიძე არის აზარტული ადამიანი, რომელსაც ძალიან ხშირად შეხვდებით "ბადენ-ბადენში", რომელიც ცნობილია კაზინოებით და ძვირადღირებული სასტუმროებით. (არც ერთგან და არც მეორეგან ქართველი მაღალჩინოსნების ვიზიტი მკითხველს არ უკვირს, თუმცა მსგავსი ფაქტი შეიძლება ითქვას უნიკალურია). 
ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ქალბატონმა ფანჯიკიძემ საკმაოდ დიდი თანხა წააგო კაზინო "Sommergarten"-ში. იქვე ფული ისესხა მისი დიდი ხნის ნაცნობის იური ტიომკინისგან, რომელიც თავის მხრივ რუსულ ცენტრს ხელმძღვანელობს რომში. ნასესხები ფულიც მალევე წააგო.
ვალის გადასახდელად ქალბატონმა ფანჯიკიძემ საკმაოდ რთული სქემა მოიფიქრა და მისი განხორციელება გადაწყვიტა. სქემა კი შემდეგი იყო, მას საელჩოს დამატებითი ხარჯებისა და ქართული კულტურის ცენტრის გახსნისთვის უნდა აეღო სესხი ბანკიდან, რისთვისაც საჭირო იქნებოდა საქართველოს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების თანხმობა, ხოლო შემდეგ უკვე საბანკო პროცედურები. 
შედეგად გერმანულმა ბანკმა "Berlin Hyp" დაუმტკიცა იპოთეკური სესხი საქართველოს სახელმწიფოს. თუმცა გაცემული თანხა მიზნობრივად არ დახარჯულა, ის ელჩის პირადი ვალების გასტუმრებას მოხმარდა“ - წერს მეგი გოცირიძე.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.