Russian English
სასწრაფოდ! ბერლინში, ბრუსელში, მოსკოვში და პარიზში საახალწლო დღესასწაულები შეწყვეტილია
ხუთშაბათი, 31 12, 2015 - 23:01
პარიზის ტერაქტებიდან თვენახევრის შემდეგ ტერორისტული საშიშროება ევროპაში, როგორც არასდროს, ისეთი მაღალია. შედეგად, გადაწყდა, რომ ძირითადი  საახალწლო ღონისძიებები ევროპის რიგ ქვეყნებში შეწყვეტილ იქნება.
როგორც „ლა ფიგარო“ იუწყება, პარიზში ამოღებულია ტრადიციული ფეიერვერკი. ხოლო, ელისეის მინდვრებზე გასეირნების უფლება  მხოლოდ შეზღუდულ კატეგორიას ექნება. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საფრანგეთის დედაქალაქში ამოქმედებულია 11 000  პოლიციელი, სამხედრო და მეხანძრე. „მას მერე, რაც გადაიტანა ჩვენმა დედაქალაქმა, მსოფლიოს უნდა გავუგზავნოთ გზავნილი -  პარიზი არ გატეხილა“ - ასეთ სიტყვებით მიულოცა პარიზის მერმა ან იდალგომ მოსახლეობას ახალი წელი.
ბრიუსელში შეცვლილია ყველა საახალწლო  ღონისძიება. ბურგომისტრმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტერაქტების მომატებულ რისკის გამო.
ბერლინში ფეიერვერკი გაიმართება, მხოლოდ ქალაქი სამხედროებით იქნება გარშემორტყმული. გერმანიის დედაქალაქის ცენტრში მოხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ექვსი გამშვები პუნქტის გავლის შემდეგ. საახალწლო სეირნობაში მონაწილეობის მიღების მსურველებს ეკრძალებათ თან იქონიონ ფეიერვერკები, დიდი ჩანთები და მინის ბოთლები.  
მადრიდში, პუერტა დელ სოლის მოედანზე მოხვედრა მხოლოდ 25 ათას ადამიანს შეეძლება. 
მოსკოვში, წითელი მოედანი პირველად იქნება დახურული მისი არსებობის მანძილზე. რუსეთის დედაქალაქში ასევე ელიან ტერაქტებს.
ტერორისტული აქტების ეშიანია ნიუ-იორკსაც. ტაიმ-სკვერს ახალი წლის დღეებში 6 ათასი პოლიციელი გააკონტროლებს.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.