Russian English
(VIDEO) ამ წუთებში დუბაი ცეცხლის ალშია გახვეული
პარასკევი, 01 იანვარი, 2016 - 13:18
ამ წუთებში, მსოფლიოს ყველა წამყვანი საშუალება გადმოსცემს (საახალწლო ცერემონიების მაგივრად)  დუბაის აალებულ ცენტრალურ რაიონს. 63 სართულიანი სასტუმრო Address dawntown მთლიანად ცეცხლშის ალშია  გახვეული. ხანძრის მიზეზები უცნობია. არ არის გარკვეული ასევე მსხვერპლთა რაოდენობა.
ამ ეტაპზე გაერთიანებული ემირატების ანტიტერორისტული დეპარტამენტი მუშაობს შესაძლო ტერაქტის ვარიანტზე. სასტუმრო Address dawntown დუბაის სწორედ იმ რაიონში მდებარეობს, სადაც ტრადიციულად ყველაზე მეტი ხალხი იკრიბება ახალი წლის აღსანიშნავად. 
Address dawntown, როგორც უკვე ავღნიშნეთ, დუბაის ცენტრში მდებარეობს და იგი განთავსებულია მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის - 828 მეტრიანი „ბურჯ ხალიფის“ გვერდით.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.