Russian English
სააგენტო Bloomberg - თებერვალში საქართველოში დოლარის კურსი 40-50 თეთრით მოიმატებს
შაბათი, 02 იანვარი, 2016 - 16:05
წინასაახალწლოდ ნოდარ ხადური დიდად რომ არ დამწუხრებულა   თანამდებობის დაკარგვის გამო, ცხადი ხდება, რატომაც.  სააგენტო Bloomberg-ის  ექსპერტების გათვლით, 2016 წლის თებერვლიდან დოლარის კურსი ოთხი-ხუთი  ათეულით (40-50 თეთრი) აიწევს. სააგენტო აღნიშნავს, რომ დოლარის გამყარება მსოფლიო სხვა ვალუტებთან შედარებით უკვე სამი წელია გრძელდება და განსაკუთრებულ სიმყარეს 2016-2017 წლებში მიაღწევს. 2018 წლის ბოლოდან კი დაიწყება მისი ვარდნა.
Bloomberg-ის  ექსპერტების გათვლით, დოლარის კურსის აწევის პირველი ტალღა მოდის ბარაკ ობამას პრეზიდენტობის მეორე პერიოდზე. ეს გახდება ე.წ. გამყარების  მესამე ეტაპი, როლანდ რეიგანისა და ბილ კლინტონის შემდეგ. ორივე ე.წ. „რალი“ დოლარის გამყარებისა 5- 5 წელი გრძელდებოდა. ასე რომ, ამ კუთხით, ჯერ მხოლოდ სამი წელია გასული. კიდევ ორი წელია დარჩენილი, რომლის დროსაც დოლარი არნახულ მდგრადობას მიაღწევს.
ამერიკული  ვალუტა მყარდება  ყველა ვალუტასთან შედარებით, გარდა კანადური დოლარისა, ბრიტანული ფუნტისა და ნორვეგიული კრონისა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ რეიგანის დროს, დოლარი მყარდებოდა  6 წლის განმავლობაში, კლინტონის დროს- 5 წლის მანძილზე. დოლარის კურსის გაზრდის ეს ობამისეული პერიოდი დაიწყო 2013 წელს, მას მერე, აშშ-ს ფედერალურმა სისტემა შეუდგა გადამწყვეტი ზომების მიღება  ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის. ასე რომ, ორი წელი დოლარის კურსის აქტივობაში მყოფ ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ნამდვილი კატასტროფად იქცევა.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.