Russian English
მსოფლიოს მუსულმანებს ტუალეტის ქაღალდის გამოყენების უფლება მისცეს
სამშაბათი, 05 იანვარი, 2016 - 10:20
ისლამისტმა ღვთისმსახურებმა მუსულმანების ყოველდღიურ დანიშნულებებში ცვლილება შეიტანეს და ჩამონათვალს ახალი ფეტვა (ედიქტი ანუ ბრძანება ისლამის პრინციპებზე დაფუძნებული) დაამატეს. თურქეთის უმაღლესი რელიგიურ საბჭოს მიერ (Diyanet) გამოცემულ კრებულში მუსულმანებს მიანიჭეს ტუალეტის ქაღალდით სარგებლობის უფლება.    
ფეტვაში დაკონკრეტებულია, რომ ქაღალდის გამოყენება მუსულმანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ საპირფარეშოში არ არის წყალი. ცნობისთვის, მორწმუნე მუსულმანებისთვის არსებობს კანონი, რომ საპირფარეშოში მათ ჯერ კენტი რაოდენობის ქვები უნდა მოიხმარონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულონ განბანვა. მანამდე, ისლამისტები თვლიდნენ, რომ არ შეიძლება ქაღალდის გამოყენება არა დანიშნულებისამებრ. ანუ ქაღალდი, მათი აზრით მხოლოდ დამწერლობისთვის   არის განკუთვნილი.
 მანამდე, 2015 წლის მარტში საბჭომ გამოსცა ფეტვა, რომელიც მუსულმანებს ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალების გამოყენების უფლებას აძლევდა. მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. როგორც კი იგი ტანსაცმელზე მოხვდებოდა, მუსულმანს სასწრაფოდ უნდა გამოეცვალა და გაერეცხა იგი.
ბოლოს წლებში გამოცემული ფეტვების მიხედვით, მუსულმანეს ასევე ეკრძალებათ შვედური მაგიდით სარგებლობა. ხოლო მსახიობები, რომლებიც ქორწილის სცენას გაითამაშებენ სცენაზე ან კინოში, მათ ეს ქორწინება ნამდვილად ეთვლებათ.
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.