Russian English
„ყრმა იესოც პოლიტიკური დევნილი იყო“ - მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
ოთხშაბათი, 06 იანვარი, 2016 - 17:35
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი სენსაციურ და გამაოგნებელ  საშობაო ეპისტოლეს ავრცელებს. თავისი ემოციური დატვირთულობით და სიღრმით, იგი უპრეცენდენტოდ შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე ეპისტოლეთა შორის:
„დღეს ბევრი  აზროვნებს დამნაშავე, ჩვილთა მჟლეტავი ჰეროდეს მსგავსად და მუსრს ავლებს    საკუთარ ძმებს“ -  ნათქვამია მართლმადიდებლობის მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში. 
„ეგოცენტრიზმით გონებადაბინდული მსოფლიოს მმართველი, რომელსაც განასახიერებს მკვლელი ჰეროდე და რომელიც საფრთხეს ხედავს უმანკო ჩვილში. ჩვილის მოკდინება ყველაზე რეალური გზა ჰეროდესთვის თავისი საერო ხელისუფლების დასაცავად. იესოსთან ერთად  მარიამი და იოსები ეგვიპტეში გაიხიზნენ და ასე იქცა ეს ოჯახი პოლიტიკურ დევნილებად“ - აღნიშნა იერარქმა.
„დღესაც, ბევრი ბავშვი ხდება დევნილი, მიჰყვებიან რა თავის მშობლებს, რათა სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ. ის, რაც დღეს ხდება მსოფლიოში - კაცობრიობის სირცხვილია“.
ბართლომეოსმა გამოთქვა იმედი, რომ თანამედროვე საზოგადოება შესძლებს უზრუნველყოს ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრება სხვადასხვა ქვეყნებში, ხალხის ძალიან დიდი მასები განადგურების საშიშროების წინაშე დგანან. თავის გადასარჩენად ისინი იძულებულები არიან დევნილობის მწარე ხვედრი აირჩიონ.    
„ესრე ახალშობილი  ღვთიური ყრმა, ეგვიპტეში გახიზნული, არის დღევანდელი დევნილთა მფარველი, თანამედროვე ჰეროდების მიერ განდევნილი. ჩვენი ყველაზე დიდი საჩუქარი ახალ დაბადებულ უფალს, არის მეოხეობა და დახმარება, ხელის გაწვდენა ამ დევნილებისთვის წარმომავლობისა და აღმსარებლობის  მიუხედავად. ეს იქნება უფრო ძვირდასი საჩუქარი, ვიდრე მოგვთა ძღვენი და უფრო ღირებული, ვიდრე ოქრო  და მირონი“ - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.
„დაე თითოეულმა ჩვენთაგანმა, თავისი ძალების შესაბამისად მიართვას ძღვენი უფალს, რომელიც დღეს  დევნილების სახეშია განსახიერებული. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა“ - ნათქვამია ბართლომეოს პირველის საშობაო ეპისტოლეში.
      
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.