Russian English
ჰოსპიტალი “მედიქალ სიტი“ და ვისკი CHIVAS REGAL -ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი
ოთხშაბათი, 13 იანვარი, 2016 - 09:07
მულტიპროფილური ჰოსპიტალი “მედიქალსიტი“ ეხმაურება ბოლო დღეებში გავრცელებულ სტატიას  დეპუტატების - დიმიტრი ხუნდაძის, თამაზ მეჭიაურის და ომარ ნიშნიანიძის შესახებ. ვინაიდან სტატიაში აბსოლიტურად არასწორად იყო ფაქტების ინტერპრეტაცია, საჭიროდ ჩავთვალეთ კომენტარის გაკეთება.
ვისკი, რომელიც სურათზეა დაფიქსირებული სწორად არის იდენტიფიცირებული, ის ნამდვილად არის CHIVAS  REGAL - ი, ოღონდ ვისკი, სხვა ანალოგიურ სასმელებთან  ერთად,  შეძენილი იქნა ჰოსპიტალი “მედიქალსიტის“ წარმომადგენლობითი ხარჯებიდან, იმ დაანონსებული - ორგანიზებული საღამოსათვის,  სადაც  განხორციელდა  2015 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამება და 2016 წლის განმავლობაში დაგეგმილი პროგრამების პრეზენტაცია.  ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ, ღონისძიება დაგეგმილი იყო სპეციალური პროგრამით, მათ შორის გასართობი ნომრებით.  ამავე  ღონისძიებაზე განხორციელდა  წარმატებული თანამშრომლების დაჯილდოვება - წახალისება სხვადასხვა ნომინაციებში, დავაჯილდოვეთ ის პაციენტები,  რომლებმაც გადაიტანეს  მძიმე დაავადება და დღეის მდგომარეობით სრულიად განიკურნენ, ვისაუბრეთ მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის უნიკალურობაზე  და  მის შედეგებზე,  ავღნიშნეთ იმ სოლიდური ქველმოქმედების შესახებ, რომელიც კლინიკამ განახორციელა სხვადასხვა მიმართულებით და შევთანხმდით საქველმოქმედო პროგრამის გაფართოვებაზე უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით.  ვისაუბრეთ საყოველთაო ჯანმრთელობის  დაცვის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის ამ პროგრამის დადებით და ხარვეზის შემცველ მხარეებზე, გამოვედით ახალი ინიციატივებით, რომელიც პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია პაციენტების მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ფოტოკოლაჟით გავიხსენეთ ის მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, რაც იყო ძველ ეგრეთწოდებულ ინფექციურ საავადმყოფოში და გავაკეთეთ ინსპექტირება იმისა, რაც არის დღეს და რაც შესრულდა -  განხორციელდა - აშენდა ქართული ინვესტიციით, რომლის საფუძველზე ჰოსპიტალში დამატებით დასაქმდა სხვადასხვა კატეგორიის პერსონალი,  გაიზარდა ბიუჯეტში გადასახადის სახეობის მიხედვით შენატანები, ჰოსპიტალი აღიჭურვა თანამედროვე უახლესი აპარატურით.  ვისაუბრეთ იმ  პრობლემებზე,  რომელიც კლინიკას აქვს დღეის მდგომარეობით და დავიგეგმეთ მისი გადალახვის კონკრეტულ ქმედებებზე. ვფიქრობთ, ასეთი  ღონისძიების ფორმატი როგორი იქნება, ღონისძიებაზე  ვის მოვიპატიჟებთ,  სუფრაზე  რა მენიუს  განვსაზღვრავთ  და რა სასმელების თანხლებით, ეს ჩვენი ექსკლუზიური  უფლებამოსილებაა.  სპეციალურად ორგანიზებულ ღონისძიებაზე, მოწვეული გვყავდა  ჰოსპიტალის მეგობართა კლუბის წევრები სხვადასხვა რეგიონებიდან, კერძო  სამართლის იურიდიული პირები, საკანონმნდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები.  თუ   ვინმეს  ჰგონია,  რომ  ასეთ  შეხვედრებზე დასწრებისა და სხვადასხვა  სახის  პროექტების  მოსმენის  უფლება  საჯარო  მოხელეებს, საახალწლო განწყობის სუფრასთან არ გააჩნიათ და ეს  უნდა ხდებოდეს ფარულად, მალულად, შეშინებული, ხალხისგან დამალული საჯარო მოხელის პოზიციიდან, ეს ასეთი მოაზროვნე  ადამიანის  მენეჯმენტური მართვის - გემოვნების საკითხია, მაგრამ როდესაც, სასმელისა და სუფრის ამსახველ სურათს  იყენებ  იმისათვის,  რომ საჯარო მოხელე,  სუფრასთან  სასმელთან  ერთად  დააფიქსირო,  ეს  ერის წინაშე ტრაგედიად აქციო და არც დაინტერესდე,  რა ხდება იმ სურათზე,  ეს კომპრომატად არ გამოდგება. უბრალოდ ინფორმაციისათვის; ჰოსპიტალი „მედიქალსიტი“  მეგობრებსა და ურთიერთობებს, პოლიტიკური  პატრიების  მიხედვით  არ  ირჩევს.  
ჰოსპიტალის მხრიდან მეტი კომენტარი ამ საკითხზე არ გაკეთდება.
დავესესხებით ნელსონ მანდელას: “განათლება ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლია“.
 
ჰოსპიტალი “მედიქალ სიტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.