Russian English
(VIDEO) დაფარული მეუფის მიმართვა: „8 იანვრიდან 8 თებერვლამდე ბუნების სტიქიები ამხედრდება!“
ორშაბათი, 01 თებერვალი, 2016 - 20:34
Mediacity.ge აქვეყნებს გიორგი ლაზის წერილს. ბევრს შეიძლება უცნაურად  მოეჩვენოს წერილის შინაარსი (მათ შორის, ჩვენც), თუმცა ამ სახის „პუბლიცისტიკასაც“ თავისი მკითხველი ჰყავს.   
 
„2016 წ. 8 იანვარს „იუთუბ“ ვიდეო პორტალზე აიტვირთა დაფარული მეუფის მიმართვის ტექსტი: https://www.youtube.com/watch?v=EGV, სადაც მეუფე მოითხოვს, მის სულიერ შვილს, დ. ამაშუკელს შეხვდნენ თურქეთის, რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში მათსა და მათ ამომრჩეველთა წინააღმდეგ მოხდება ბუნების სტიქიების ამხედრება!
8 იანვრიდან 8 თებერვლამდე დროის მონაკვეთის შუაწერტილია 23-24 იანვარი.
24 იანვარს აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონსა და ნიუორკს დაატყდა ჯერ არ ნახული ქარიშხალი დიდთოვლობით, რომლის საფარველმაც 100 წლიან მაქსიმუმს 71 სანტიმეტრს მიაღწია! 
24 იანვარს რუსეთ-აშშ-ს სადავო ტერიტორიაზე, ალიასკაზე მოხდა 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა!
23 იანვარს ვანუატუში მოხდა 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა: შეგახსენებთ, რომ 2008 წელს  რუსეთისაგან წაქეზებულმა ვანუატუმ, პირველმა აღიარა აფხაზეთი და სამაჩაბლო (ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“) ცალკე სახელმწიფოებად.
23 იანვარს თურქეთში მოხდა 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა: უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში, რუსეთსა და აშშ-ში ერთდროულად მიწისძვრა არასოდეს მომხდარა ! 
ულტიმატუმის ვადის ზუსტად ნახევარდროის  გასვლის თავზე, ყოვლადწმინდა სამებამ, დაფარული მეუფის მიერ ერთდროულად თურქეთ-რუსეთის-აშშ -ს  წინააღმდეგ გამაფრთხილებლად აამხედრა ბუნების სტიქიები! ამ მოვლენების მეორე დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ს.ლავროვმა გააკეთა საგანგებო განცხადება:
„მზად ვარ ქართველ კოლეგასთან შეხვედრისათვის“.  ს. ლავროვმა ასევე შეახსენა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის, ვ.პუტინის განცხადება, რომლის თანახმადაც, ის მზად არის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.     "მზად ვარ ჩემ ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც." 
ულტიმატუმის ვადის ზუსტად ნახევარდროის  გასვლის თავზე, თურქეთ-რუსეთ-აშშ -ს  წინააღმდეგ ერთდოულად ბუნების სტიქიების ამხედრება და მეორე დღესვე სასწრაფოდ გაკეთებული ვ.პუტინის განცხადება ( -„მზად ვარ ჩემ ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც“) გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეისმინა დაფარული მეუფის მოწოდება და გ.მარგველაშვილთან კონტაქტის მომიზეზებით, გამოთქვა სურვილი სარწმუნოებრივ პოლიტიკური მოძრაობა „ძლევაი საკვირველის“ მეთაურთან დ.ამაშუკელთან შეხვედრისა, რომელსაც უწოდა „სხვა კონტაქტები“.
დ.ამაშუკელთან თბილისში შეხვედრაზე ვ.პუტინის მიერ ასეთი შეფარული ფორმით გამოთქმული თანხმობა აიხსნება ორი გარემოებით, რაც დღესავით ნათელია რუსული მხარისათვის: 1. დ.ამაშუკელი რუსეთის წინაშე უდანაშაულო საქართველოს ღირსებას ბოლომდე დაიცავს და ბურჯანაძისა და სხვათა მსგავსად არ ეახლება დამნაშავე კრემლს. 2. „სხვა კონტაქტები“ არ მოხდება თუ ვ.პუტინს არ ექნება თბილისში ჩამოსვლის მიზეზი. ეს კი გ.მარგველაშვილის ოფიციალური მოწვევით უნდა მოხდეს, რაც შეუძლებელი იქნება დღეს არსებული დიპლომატიური ჩარჩოების დარღვევის გარეშე - გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა და არსებობს გარკვეული ბარიერები.
ყველასათვის ნათელი, რომ იყოს ვ.პუტინის მიერ დაფარული მეუფის მოთხოვნაზე თანხმობის გამოხატვა, რუსეთის ოფიციოზმა 2016 წლის 8 თებერვლამდე საჯაროდ უნდა დადოს შემდეგი პირობა:
„საქართველოს ხელისუფლებაში „ძლევაი საკვირველის“ მოსვლის შემდეგ, რუსეთი ვალდებულებას იღებს შეასულოს შემდეგი სამი პირობა:
„1. რადგან რუსეთის ფედერაცია არის საბჭოთა კავშირის კანონმემკვიდრე, ამიტომ ვალდებულებას იღებს დააბრუნოს ამჟამად რუსეთის ფედერაციაში შემავალი საქართველოს კუთვნილი მიწები, რომლებიც ჩამოართვა საბჭოთა კავშირმა: 1920 წელს - ა).ნიკოფსიიდან (ტუაფსიდან) მდ. ფსოუმდე და 1931 წელს - ბ).ისტორიული დვალეთი.
დღეისათვის, რუსეთისაგან განსხვავებით, აშშ-სა და თურქეთს არ გამოუხატავთ არანაირი თანხმობა დაფარული მეუფის მოთხოვნაზე, რომელიც „იუთუბ“ პორტალზე აიტვირთა 2016 წლის 8 იანვარს https://www.youtube.com/watch?v=EGVYdEynZXo . ამიტომ მათზე სასჯელად განხორციელდება ამ ვიდეოში დაწერილი დაფარული მეუფის ყოველი სიტყვა. ღმერთი დაფარული მეუფის მიერ აუმხედრებს ბუნების სტიქიებს მათ - თურქეთს არ შერჩენს ლაზეთისა და ტაო-კლარჯეთის მისაკუთრებას, ხოლო აშშ-ს  საქართველოში მამათმავლობის დაკანონებას!“ - წერს გიორგი ლაზი.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.